18-წლამდე ნაკრებმა ერზერუმის მინი-ტურნირი მოიგო

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ერზერუმის მინი-ტურნირის გამარჯვებულია. გიორგი მიქაძის გუნდმა ორივე შეხვედრამოიგო და ჩემპიონობა არავის დაუთმო.

მასპინძელ თურქეთთან 4:1 გამარჯვების შემდეგ, დღეს, ქართველმა 18-წლამდელებმა 2:1 დაამარცხეს მაკედონია. გოლებიბექა დარცმელიამ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს. მეორე ადგილზე თურქები გავიდნენ, რომლებმაც ასევე 2:1 სძლიესმაკედონიელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

მამარდაშვილი, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, დარცმელია, ფაცაცია, ივანიაძე, კვარაცხელია, ბაბუნაძე, გულიაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: გაბელაია, გელაშვილი, მესიაჩენკო, გოგია, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია

18-წლამდე ნაკრები უნგრეთში სამბურთიანი სხვაობით დამარცხდა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უნგრეთში. პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაძის გუნდმა 1:1 ითამაშა, მეორედ კი 1:4 დამარცხდა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ თამაზ ბაბუნიძის გოლით იგებდა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელები მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადებიან.

მთავარმა მწვრთნელმა უნგრეთთან ასეთი შემადგენლობა დააყენა:
მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, გრძელიძე, ბაბუნაძე, ინჯგია, გაბუნია.

შეცვლაზე შევიდნენ: ტოკლიკიშვილი, არჩუაძე, ჯაფარიძე, ოქროპირიძე, გოგობერიშვილი, ბუიღლიშვილი.

საქართველო 18-წლამდე ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა

6 და 8 მარტს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები სტუმრად ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს უნგრეთთან.

გიორგი მიქაძემ გუნდი ჯერ თბილისში შეკრიბა, დღეს კი უნგრეთში გაემგზავრა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 18 ფეხბურთელია.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), ლევან კონცელიძე (ლოკომოტივი);

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), სერგი არჩვაძე (გაგრა), არჩილ ბასარია (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ფაცაცია (მერანი), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ივანე ოქროპირიძე (ლოკომოტივი), გიორგი გოგობერიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), ნიკა ტოკლიკიშვილი (საბურთალო), თემურ გაბუნია (დინამო თბ).

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი დუშეთის “არაგვთან” გამართა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ, დუშეთის „არაგვთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა.

გიორგი მიქაძემ თითო ტაიმში თითო შემადგენლობა ათამაშა, საბოლოოდ კი მატჩი 18-წლამდელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. გოლები ინჯგიამ, გაბუნიამ და ოქროპირიძემ გაიტანეს.

პირველი ტაიმი: კონცელიძე, ხარშილაძე, შალამბერიძე, გაბელაია, არჩვაძე, გოგია, გულდედავა, ბერიაშვილი, ინჯგია, ოქროპირიძე, გაბუნია.

მეორე ტაიმი: ანდრიაძე, ჯაფარიძე, სირაძე, ბასარია, მაღრაძე, ქელდიშვილი, ხარშილაძე, ნანობაშვილი, ხორხელი, გოგობერიშვილი, შეყილაძე.

Gff.ge

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები შეიკრიბა და ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 11-15 თებერვალს მორიგ შეკრებას გაივლის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“.
გიორგი მიქაძემ ნაკრების კანდიდატებიდან 22 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაც შეკრების ბოლოს დღეს ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება. შეხვედრა დუშეთში გაიმართება ლიგა 3-ის წარმომადგენელ „არაგვთან“ და 14 საათზე დაიწყება.

მეკარეები: გიორგი ანდრიაძე (გაგრა), ლევან კონცელიძე (შევარდენი);

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ივანე სირაძე (ლოკომოტივი), ბექა ხარშილაძე (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ), სერგი არჩვაძე (გაგრა), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), არჩილ შალამბერიძე (შევარდენი), ლუკა მაღრაძე (შევარდენი);

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი (დინამო თბ), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), ივანე ოქროპირიძე (ლოკომოტივი), ლუკა ხორხელი (იბერია 2010), ზვიად გოგია (შევარდენი), გიგა გულდედავა (დინამო თბ), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), ვაკო ქელდიშვილი (ცხინვალი);

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი ხარშილაძე (დინამო თბ), თემურ გაბუნია (დინამო თბ), გიორგი გოგობერიშვილი (დინამო თბ).

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრების უხვგოლიანი ფრე ბელარუსთან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ბელარუსთან და ამჯერადაც ფრედ ითამაშა. თუმცა პირველი შეხვედრისგან (0:0) განსხვავებით, დღევანდელი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა – 4:4.

გიორგი მიქაძის შეგირდებიდან გოლებით ბექა ხარშილაძე (მე-8 წუთი), ზურიკო დავითაშვილი (35), რევაზ ინჯგია (59) და ცოტნე კაპანაძე (81) გამოირჩნენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ხვედელიძე, ფაცაცია, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი, ივანიაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბუიღლიშვილი, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ინჯგია, შეყილაძე, ტოკლიკიშვილი, კაპანაძე, გაბელაია.

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრებმა უზბეკეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა უზბეკეთის 18-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ და ამჯერად 1:4 დამარცხდა. პირველ ჯერზე ვასილ მაისურაძის შეგირდებმა 4:2 მოუგეს მეტოქეს.

შეხვედრა ქართველთა შეტევებით დაიწყო, თუმცა სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევებით ისარგებლეს და პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ სამბურთიანი სხვაობით. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი ივანიაძემ გაიტანა.

სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ბულისკერია, ტაბატაძე, ანდრონიკაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, სილაგაძე, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ქიმერიძე, ერგემლიძე, ქავთარაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, კიკალიშვილი, კიტეიშვილი, ოზბეთელაშვილი, შეწირული, ძებნიაური, ნინუა, ნიკოლეიშვილი.

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 2-4 მაისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე უზბეკეთის 18-წლამდელები იქნებიან. ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელიც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 ფეხბურთელი, რომელიც შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 28 აპრილიდან დაიწყებს.

დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), პაატა კიტეიშვილი (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ალექსანდრე შეწირული (ლოკომოტივი), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნიკოლეიშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

Gff.Ge

18-წლამდე ნაკრების პირველი შეკრება

23-26 მარტს პირველ შეკრებას ჩაატარებს საქართველოს 18-წლამდე ნაკრები. ეს ის გუნდია, რომელიც შემოდგომაზე მომავალ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშებს.

მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ნაკრების კანდიდატთა სია შეარჩია და ვარჯიშების გარდა გუნდს პირველი ამხანაგური მატჩიც დაუგეგმა – 26 მარტს 18-წლამდელები ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ „გაგრას“ დაუპირისპირდებიან.


ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ მაისურაძის ხელმძღვანელობით ეს 20 ფეხბურთელი მოემზადება:

გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ბექა დარცმელია (ყველა – დინამო თბილისი), ჯემალ ზარნაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე – ტორპედო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ივანე ძოძუაშვილი (დინამო სოხუმი), გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, სანდრო შეწირული, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლევან გრძელიძე (ყველა – ლოკომოტივი).
წყარო: Gff.Ge