“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთანხმებას მიაღწია. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ოთხწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავს და პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. კატალონიურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ სილვა “ბლაუგრანაში” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე გადავა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ბერნარდუ სილვას კონტრაქტი 2017 წელს 50 მილიონ ევროდ გამოისყიდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “ქალაქელთა” რიგებში 248 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაიტანა და 50 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მან ინგლისურ გუნდთან ერთად 11 ტიტული დაისაკუთრა.

“ბაიერნმა” ბერნარდუ სილვას სანაცვლოდ სოლიდური თანხა გაამზადა

“მონაკოს” შემტევმა ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ კარიერა შესაძლოა, მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს.

პორტუგალიური გამოცემა A Bola იუწყება, რომ ბავარიელები მზად არიან, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 81 მილიონი ევრო გაიღონ.

“ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის განსაკუთრებით ბერნარდუ სილვას უნივერსალობა მოსწონს. კერძოდ, პორტუგალიელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ბავარიელებს ბერნარდუ სილვასთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები ჰყავს. 22 წლის ნახევარმცველის დამატებით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც არიან ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი”.