ივან პერიშიჩის კომენტარი ინგლისის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს ხორვატია და ინგლისი დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული შეხვედრის 90 წუთი ფრედ, 1-1 დასრულდა. გამარჯვების გოლის გატანა 109-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა შეძლო.

მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელმა, ივან პერიშიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან რთული თამაში იყო. ვიცოდით, რა იდო სასწორზე და კარგად ვაცნობიერებდით, რას ნიშნავს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც ხორვატიაა. ნელ ტემპში დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ. ეს ისე გავაკეთეთ, როგორც წინა ორი მატჩი, როცა ორივეგან ერთი გოლით ვმარცხდებოდით.

ოცი წლის წინ ჩემს მშობლიურ ქალაქ ომისში დავბრუნდი. ხორვატია ჩემი ფესვებია, ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მაისურით გავიზარდე. აქამდე მხოლოდ ოცნება შემეძლო იმაზე, რომ ამ გუნდისთვის გოლი გამეტანა, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნებოდ აფინალში გასასვლელად,” – ამბობს პერიშიჩი.

აგენტი: “ინტერი” პერიშიჩისა და ბროზოვიჩის გაყიდვას გეგმავს

მილანის “ინტერის” შემტევის, ივან პერიშიჩის აგენტის თქმით, მისი ყოფილი კლიენტის გადაბირებას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ევროპის სხვა გრანდებიც ცდილობენ.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ “ინტერის” ხელმძღვანელები ზაფხულში პერიშიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის გაყიდვას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი გადახდაზეც კი თანახმაა, მჯერა, რომ იტალიელებს უფრო სარფიანი წინადადებებიც აქვთ მის ტრანსფერთან დაკავშირებით.

თუ პერიშიჩი “მანჩესტერ იუნაიტედს” აირჩევს, ის ნაკლებ ფულს მიიღებს, სამაგიეროდ, მას რაღაცის მიღწევის შანსი მაინც ექნება,” – აცხადებს მისი ყოფილი აგენტი.

ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება (ფოტო)

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება, რათა ივან პერიშიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

როგორც იცით, 28 წლის ფეხბურთელი საკმაოდ ახლოსაა “ინტერის” დატოვებასთან – ის ფაქტი, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ ახერხებენ მის წასვლას თითქმის გარდაუვალს ხდის.

24sata-ს მიერ დადასტურებული ცნობების მიხედვით, მოურინიო პერიშიჩის ყოფილი კლუბის მფლობელებთანაც აპირებს შეხვედრას.

The Sun-ის ჟურნალისტები კი უკვე იმ თანხასაც ასახელებენ, რომლის გადახდაც მანჩესტერელებს მოუწევთ პერიშიჩის ტრანსფერში – საუბარია 35 მილიონ ფუნტზე.