ბლატერი: “მუნდიალის ჩატარება უკეთესი ზამთარში იქნება”

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხადა, რომ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის თარიღი მომავალ წელს გადაწყდება.

“ვაგრძელებთ ამ თემის განხლივას და საბოლოო გადაწყვეტილებას 2014 წლის ბოლოს მივიღებთ. ასე რომ, 2015-ში მოლაპარაკების შედეგი ყველას ეცოდინება.

ჩემი აზრით, ზაფხულში ყატარში დიდი სიცხეა, ამიტომ უპრიანი ინქებოდა მუდნიალის ზამთარში ჩატარება” – განაცხადა ბლატერმა.