გაჩინოვიჩი: “უკეთეს დებიუტს ვერც წარმოვიდგენდი”

სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა მიატ გაჩინოვიჩმა ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა. თბილისში გამართულ შეხვედრაში (1:3) 22 წლის ფეხბურთელი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ხუთ წუთში გოლიც გაიტანა.

“უკეთეს დებიუტს ვერც წარმოვიდგენდი. უბედნიერესი ვარ. ძალიან რთული თამაში გამოვიდა და ვიცოდით კიდეც, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოპოვებული სამი ქულაა. მადლობას ვუხდი დუშან ტადიჩს საგოლე პასისთვის.

მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე გვითხრა, საქმე კარგად არ მიდის, როგორც თავად ხედავთო. მეორე ტაიმში უკეთ ავთამაშდით და გოლებიც გავიტანეთ. ვთვლი, რომ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ”, – აღნიშნა გაჩინოვიჩმა მატჩის შემდეგ.