“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი აღიარებს, რომ “ბარსელონას” მხრიდან მისდამი ინტერესის არსებობა ძალიან სიამოვნებს.
“არ მინდა ამაზე ფიქრში ერთი წამი მაინც დამეკარგოს. მართლა. ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ არ მომწონს ის ფაქტი, მსოფლიოს უდიდესი კლუბის ჩაბარებას რომ მიწინასწარმეტყველებენ – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა დაფასებულია.
მათი მხრიდან ინტერესის არსებობა ძალიან მსიამოვნებს, თუმცა სულ ეს არის. ჩემთვის მთავარი “რეალთან” ერთად სეზონის ბოლომდე მიყვანაა,” – განაცხადა ეუსებიომ.