“კორდობას” მეკარემ კურიოზული ავტოგოლი გაიტანა (ვიდეო)

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის 31-ე ტურში “სევილიას” მეორე გუნდსა და “კორდობას” შორის გამართულ მატჩში სტუმართა კიპერმა პაველ კეშეკმა კურიოზული ავტოგოლი გაიტანა.

შეხვედრის მე-15 წუთზე პოლონელმა მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა, ნახტომის შემდეგ ფეხი მიწაზე უხეიროდ დაუშვა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. ეს ავტოგოლი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა.