ვიეტნამელმა მეკარემ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუშვა და გუბეში ჩავარდა (ვიდეო)

ვიეტნამელმა მეკარემ ერთ ეპიზოდში ორმაგი კრახი განიცადა.

ვიეტნამის ჩემპიონატში “საი გონსა” და “ლონგ ანს” შორის გამართულ მატჩში (4:0) მასპინძელთა ფეხბურთელმა ნგუიენ ტიენ დუიმ გოლი მოდნის ცენტრიდან გაიტანა. ამ ეპიზოდში სტუმართა გუნდის მეკარე ნგუიენ ტიენ ანჰი წინ იყო გამოსული და უკან დაბრუნება ვეღარ მოასწრო, შემდეგ კი წაიქცა და კარის ხაზს იქით არსებულ გუბეში ჩავარდა.