“სტიაუამ” სახელწოდება და ლოგო შეიცვალა

ყველაზე წარმატებულმა რუმინულმა კლუბმა სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა.

“სტიაუა” ამიერიდან აბრევიატურით სკსბ მოიხსენიება, რაც “საფეხბურთო კლუბ “სტიაუა” ბუქარესტად” იშიფრება.

როგორც რუმინული კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, ასეთი ნაბიჯი მარკეტინგულ ბაზარზე სკსბ-ის ცნობადობას გაზრდის.

სახელწოდებასთან ერთად კლუბმა ლოგოც შეიცვალა.