მონჩი: “გვინდა “ლივერპულთან” ის გავიმეოროთ, რაც “ბარსელონას” გავუკეთეთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები “რომას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ შეაფასა, რომლის გუნდსაც ფინალის საგზურისთვის “ლივერპულთან” მოუწევს ბრძოლა.

“ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა 1984 წლის მარცხის წასაშლელად (წაგება ევროპის თასის ფინალში, პენალტების სერიაში)”-აცხადებს “სევილიას” ყოფილი პრეზიდენტი.

“ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება, რომელმაც უკვე შეძლო ტურნირიდან “მანჩესტერ სიტის” გაგდება. მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და გვინდა “ლივერპულთან” ის გავიმეოროთ, რაც “ბარსელონას” გავუკეთეთ.

“ბარსასთან” მოგებამ თვითდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. სალაჰის დაბრუნება? სალაჰის გარდა “ლივერპულში” ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და ვალდებულნი ვართ, თითოეულ მათგანს სათანადო ყურადღებით ვეთამაშოთ,” -ამატებს მონჩი.

ოფიციალურად: “სევილიას” სპორტული დირექტორი “რომაში” წავიდა

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანდალუსიის “სევილიას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ თანამდებოდა დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება. იგი რომის “რომაში” გააგრძელებს კარიერას.

საგულისხმოა, რომ ესპანელი თექვსმეტი წლის მანძილზე მუშაობდა აღნიშნულ პოზიციაზე. სწორედ მონჩიმ მოიყვანა კლუბში დანიელ ალვეში და ივან რაკიტიჩი. ასევე, მისი დირექტორობის დროს გაიყიდა სერხიო რამოსი და ხესუს ნავასი.

აქვე გეტყვით, რომ მონჩი ცხრა წლის მანძილზე “სევილიას” მეკარე იყო.