“ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელს “ჰერტასთან” მატჩში თითის ძვალი ამოუვარდა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ბერლინის “ჰერტასა” და “ჰოფენჰაიმს” შორის გამართულ მატჩში (1:3) სტუმართა თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა უსიამოვნო დაზიანება მიიღო.

შეხვედრის მე-14 წუთზე მეტოქესთან შეჯახების შედეგად გერმანელ ფეხბურთელს თითის ძვალი ამოუვარდა. სამედიცინო შტაბის წევრებმა ვაგნერს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ფეხბურთელს თითი შეუხვიეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა თამაშის გაგრძელება შეძლო.

სანდრო ვაგნერი: “ბუნდესლიგაში საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელი ვარ”

“ჰოფენჰაიმის” თავდამსხმელი სანდრო ვაგნერი თვლის, რომ ბუნდესლიგაში საუკეთესო გერმანელი ფორვარდი სწორედ იგი არის.

“მე საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელი ვარ ბუნდესლიგაში. ამაში დარწმუნებული ვარ და მუდამ ასე ვიფიქრებ. თითოეული ფეხბურთელი საკუთარ თავს თვლის საუკეთესოდ და არც მე ვარ გამონაკლისი.

მოხარული ვიქნები, თუ გერმანიის ნაკრებში მიხმობენ. თუ ეროვნულ გუნდში არ გამომიძახებენ, არც ეს იქნება პრობლემა”, – ციტირებს ვაგნერის სიტყვებს “ბილდი”.

29 წლის თავდამსხმელმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმადინარე გათამაშებაში 22 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ბომბარდირთა დავაში გერმანელ ფეხბურთელებს შორის ტიმო ვერნერის შემდეგ სანდრო ვაგნერს მეორე ადგილი უკავია.