მარადონა PES-ის შემქმნელ კომპანიას უჩივის (ფოტო)

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ვიდეოთამაშ PES 2017-ის შემქმნელ კომპანია KONAMI-ს უჩივის. იაპონურმა კომპანიამ ვიდეოთამაშში მარადონას გამოსახულება გამოიყენა, მაგრამ სანაცვლოდ არგენტინელს თანხა არ გადაუხადა.

“გუშინ გავიგე, რომ იაპონურმა კომანია Konami-მ თავის თამაშ PES 2017-ში ჩემი გამოსახულება გამოიყენა. ჩემი ადვოკატი მატიას მორლა შესაბამის სამართლებრივ ქმედებს მიმართავს. ვიმედოვნებ, რომ ეს მორიგი თაღლითობა არ იქნება”, – დაწერა სოციალურ ქსელში მარადონამ.

კომპანია KONAMI-მ ვიდეოთამაში “Pro Evolution Soccer 2017” 2016 წლის სექტემბერში გამოუშვა.