რობერტო კარლოსმა თურქეთი დატოვა

“სივასპორის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა თურქული კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“სივასპორის” ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. მიჭირს გამომშვიდობება. აქ ყველაფერი შესანიშნავი იყო. ყველას მადლობას გიხდით. ნახვამდის”, – დაწერა სოციალურ ქსელში რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელი “სივასპორის” თავკაცის პოსტზე 2013 წლის ივნისიდან მუშაობდა. თურქული კლუბი მისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გუნდი იყო.

 

სისინიომ სივასპორთან გაახანგრძლივა

თურქული “სივასპორის” მცველმა სისინიომ კლუბთან კონტრაქთი 2016 წლამდე გაახანგრძლივა

“ძალიან გახარებულია ვარ. თურქეთში მეც და ჩემი ოჯახიც თავს კარგად ვგრძნობთ. აქ სიყვარული ვიგრძენით. იმედი მაქვს, გუნდთან ერთად დასახულს მიზანს მივაღწევთ და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას მოვახერხებთ” – განაცხადა სისინიომ.

სისინიომ “სივასპორის” შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

რობერტო კარლოსს “ფენერბაჰჩეს” მწვრთნელობა სურს

თურქული “სივასპორის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ მომავალში საკუთარ თავს “ფენერბაჰჩეს” მთავარ მწვრთნელად ხედავს.

კარლოსმა “სივასპორი” 2013 წლის ივნისში ჩაიბარა. ბრაზილიელი “ფენერის” ღირსებას 2007-დან 20011 წლამდე იცავდა.

“მომავალში “ფენერბაჰჩეს” სიამოვნებით გავწვრთნიდი” – განაცხადა კარლოსმა თურქულ პრესას.

ასევა ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ “სივასპორის” გარდა მას რამოდენიმე გუნდი ეპატიჟებოდა, თუმცა არჩევანი საბოლოოდ თურქულ ვარიანტზე შეაჩერა.