“ლას პალმასის” ფეხბურთელმა ჯარიმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა და რეკორდიც დაამყარა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 30-ე ტურში “ეიბარსა” და “ლას პალმასს” შორის გამართულ მატჩში (3:1) სტუმართაგან ერთადერთი გოლი მაურისიო ლემოსის ანგარიშზეა. 21 წლის ურუგვაელმა მცველმა პრესტიჟის ბურთი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდიც დაამყარა. კერძოდ, ლემოსმა ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით უკვე მესამე გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.