“დილამ” ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა (ვიდეო)

გორის “დილამ” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნუბიო ფლავიო დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელს მანამდე ბრაზილიურ “ტუპიში”, “იკასაში”, “ატლეტიკო პარანაენსეში”, “ფორტალეზაში”, “პარანასა” და “ტიგრესში” უთამაშია.

ოფიციალურად უცნობია, თუ რა ხანგრძლივობის კონტრაქტი გაფორმდა მხარეებს შორის. არაოფიციალური ინფორმაციით, შრომითი ხელშეკრულება ერთწლიანია.

ნუბიო ფლავიომ “ტიგრესის” რიგებში მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. გთავაზობთ მისი თამაშის ამსახველ ვიდეომასალას.