ენდი კოულმა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ენდი კოულმა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.

ფეხბურთელს ფოკალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი აქვს. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას. ენდი კოულს ჯანმრთელობის პრობლემები 2014 წელს გაუჩნდა. იმ პერიოდში მას საშიში ვირუსი ჰქონდა, რასაც შესაძლოა, გამოეწვია ეს დაავადება.

ენდი კოული “მანჩესტერ იუნაიტედის” ელჩად მუშაობდა და გარკვეული ხნით ამ საქმიანობას ჩამოშორდება.

ინგლისელი თავდამსხმელი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 1995–2001 წლებში იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 275 მატჩი ჩაატარა და 121 გოლი გაიტანა. კოულმა გუნდთან ერთად ხუთჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.