სამხრეთ კორეის ნაკრები ჩრდილოეთ კორეას ბოლო 27 წლის მანძილზე პირველად ეწვია

კორეის ქვეყნები ჩრდილოეთ კორეაში ერთმანეთს ბოლო 27 წლის მანძილზე პირველად დაუპირისპირდნენ (ფეხბურთში). ბოლოს მსგავსი რამ 1990 წელს მოხდა, როდესაც ერთმანეთს მამაკაცთა ნაკრებები შეერკინნენ.

ყველა სხვა შემთხვევაში ჩრდილოეთელთა და სამხრეთელთა დაპირისპირებები ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმართებოდა, ან სამხრეთ კორეაში.

თუმცა, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის ჩინოვნიკებმა ეს ტრადიცია დაარღვიეს და ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეაში მდებარე “კიმ ირ სენას” სახელობის სტადიონს სამხრეთ კორეის ქალთა ნაკრები ესტუმრა.

ამ დაპირისპირებას თვალს 40 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები სტადიონზე მხოლოდ განსაზღვრული დრესკოდით დაიშვებოდნენ. საერთო ჯამში, მოედნის ტრიბუნები საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა…