გიორგი ჯიქია: “არჩევანი რუსეთის ნაკრებზე გავაკეთე”

მოსკოვის “სპარტაკის” 23 წლის მცველმა გიორგი ჯიქიამ “სოვეტსკი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევანი რუსეთის ნაკრებში თამაშზე გააკეთა.

— ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ გუნდში თქვენს ხილვას ისურვებდა. ეს თემა ჯერჯერობით არ არის დახურული?
— დახურულია. მე არჩევანი რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ გავაკეთე.