საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამ დონეცკის “შახტართან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელ Instagram-ში განცხადება გამოაქვეყნა.
“ბედნიერი ვარ, რომ უკრაინის საუკეთესო კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი! მინდა, მადლობა გადავუხადო, შაბლიი ვადიმსა (აგენტი, ავტ.) და კომპანია, Prostar Star-ს გაწეული სამუშაოსთვის.
მივმართავ “ჩერნომორეცის” ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს: ჯერ არ გემშვიდობებით! კიდევ რვა თამაშია დარჩენილი, სადაც ჩვენი მიზნის მისაღწევად ერთად ვიბრძოლებთ!” – წერს ქართველი ფეხბურთელი.