12 და 13 აპრილს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.
თბილისის “ლოკომოტივი” – გორის “დილა”
დასაწყისი: 12 აპრილი, 16:00 საათი
მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივი” “დილას” მიიღებს. გიორგი დევდარიანის შეგირდები საოცარ ფორმაში არიან. ბოლო ორ ტურში მათ ათი გოლი გაიტანეს და კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს. ამჟამად, “ლოკომოტივი” 13 ქულით გათამაშების ლიდერია. რაც შეეხება “დილას”, ეს კლუბი მოლოდინს ჯერ ბოლომდე ვერ ამართლებს. მეექვსე ტურის შეხვედრაში გორელებმა ფოთის “კოლხეთი” მიიღეს და მეგრელებთან ქულები გაიყვეს (1-1). “დილა” ექვსი ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.
ფოთის “კოლხეთი” – სამტრედიის “სამტრედია”
დასაწყისი: 13 აპრილი, 14:00 საათი
ქობულეთში, “ჩელე არენაზე” “კოლხეთი” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მიიღებს. ფოთელები წინა ტურში, როგორც ვთქვით, “დილას” დაუპირისიპირდნენ და ფრე ითამაშეს. მათ შვიდი ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედიამ” ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გააგორა ბურთი და ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. ახლა ის მერვე პოზიციაზეა და შვიდი ქულა აქვს.
თბილისის “დინამო” – ქობულეთის “შუქურა”
დასაწყისი: 13 აპრილი, 16:00 საათი
ქართული ფეხბურთის ფლაგმანი შესანიშნავ ფორმაშია. დედალაქელებმა ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და ამჟამად 12 ქულით მეორე ადგილზე არიან. “შუქურა” კი წარუმატებელ სერიას განაგრძობს. ბოლო მატჩში აჭარლები “ლოკომოტივთან” განადგურდნენ (0:5). ამჟამად, “შუქურა” ორი ქულით ცხრილში ბოლოა.
თბილისის “საბურთალო” – ბათუმის “დინამო”
დასაწყისი: 13 აპრილი, 18:00 საათი
მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე “საბურთალო” აჭარულ “დინამოს” მიიღებს. დედალაქელებმა წინა შეხვედრა სტურმად “ჩიხურასთან, ანგარიშით, 1:2 დათმეს. ახლა მათ 9 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს სჯერდებიან. ხოლო, “დინამომ”, როგორც ვთქვით, სეხნია თბილისურ გუნდთან მინიმალური ანგარიშით წააგო. ეს კლუბი ცხრა ქულით მეხუთეზეა.
ქუთაისის “ტორპედო” – საჩხერის “ჩიხურა”
დასაწყისი: 13 აპრილი, 20:00 საათი
ხუთშაბათს ქუთაისში იმერული დერბი შედგება. “ტორპედომ” ბოლო ტურში სამტრედიაში ადგილობრივ გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მათ ანგარიშზე ცხრა ქულა და მეოთხე ადგილია. ხოლო, “ჩიხურამ” ზესტაფონში “საბურთალო” დიმიტრი ტატანაშვილის დუბლით დაამარცხა. სოსო ფრუიძის შეგირდებს ათი ქულა აქვთ და მხოლოდ თბილისურ კლუბებს: “დინამოსა” და “ლოკოკომოტივს” ჩამორჩებიან.