“დორტმუნდის” მეკარე აფეთქების შემდეგ ავტობუსში განვითარებულ მოვლენებზე

დორტმუნდის “ბორუსიას” კიპერმა რომან ბიურკიმ კლუბის ავტობუსთან მომხდარი აფეთქების დეტალებზე ისაუბრა.

“სასტუმროდან 19 საათსა და 15 წუთზე გამოვედით. ქუჩიდან მთავარ გზაზე გადავედით და იქვე მოხდა აფეთქება. მე ბარტრას გვერდით ვიჯექი, რომელსაც აფეთქების შედეგად გატეხილმა ფანჯრის მინამ ხელი გაუჭრა.

აფეთქების შემდეგ ყველანი დავწექით. არ ვიცოდით, იქნებოდა თუ არა აფეთქება კიდევ. პოლიცია მალევე მოვიდა, უსაფრთხოება უზრუნველყვეს. შოკში ვიყავით. ფეხბურთზე აღარავინ ფიქრობდა”, – ბიურკის კომენტარი Blick-ზე გამოქვეყნდა.

“ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის სამშაბათს გასამართი შეხვედრა მომხდარის გამო გადაიდო და ის 12 აპრილს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მატჩზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.