ბარტრა აფეთქების დეტალებზე ყვება: “ვერ ვინძრეოდი, ჩემი მხარი კი სისხლით იყო მოსვრილი”

11 აპრილს დორტმუნდში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის (“ბორუსია” – “მონაკო”) წინ ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად მასპინძელთა ფეხბურთელი, მარკ ბარტრა დაშავდა. ესპანელი რამდენიმე ხანი საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც იგი მოედანს 20 მაისს ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაურბუნდა.

აფეთქების დეტალებისა და დაბრუნების შესახებ თავად მოთამაშემ ისაუბრა.

“მახსოვს, როგორ გამოვედით სასტუმროდან. ჩვენს გარშემო, ტრადიციულად, ბევრი ფანი იყო. შემდეგ დიდი ხმა გავიგონე. ის იარაღის ხმას ჰგავდა, თუმცა ვერ გავიგე, ზუსტად რა იყო. უცებ, რაღაც მომხვდა მხარში, მთელს ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი და თვალებში დამიბნელდა. არ შემეძლო სიარული, არაფერი მესმოდა. ყვირდონენ, რომ ძირს უნდა დავწყოლილიყავით. თუმცა, სხვებისგან გასნხვავებით, ეს ვერ გავაკეთე. დაწოლაში სხვა მომეხმარა, რადგან ვერ ვინძრეოდი.”

“ყველა ყვიროდა: “რა ხდება? რა ხდება?” მხარი კი ძალაინ მტკიოდა და როცა მას შევხედე, სისხლით იყო მოსვრილი. შემდეგ სოკრატისი და ბიურკი მოვიდნენ და ექიმს დაურეკეს – ისიც მოვიდა, იატაკიდან ვერ ვინძრეოდი. იმ მომენტში მხოლოდ ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი. ჩემს თავს ვუთხარი: “მარკ, ახლა არ უნდა დანებდე,” თუმცა მაინც შევშინდი ცოტათი. ექიმებმა პირველადი დახმარება აღმომიჩინეს. ის დაახლოებით ათი წუთის მანძლზე გაგრძელდა.”

“საავადმყოფოში მკურნალობამ ნაყოფიერად ჩიაიარა. ამის შემდეგ იყო გამარჯვება “ვერდერთან”. როცა სახლში მივედი, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მოედანზე ასეთი დაბრუნება და მოგება ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო,” – განაცხადა ბარტრამ.

ბარტრა ერთი თვით ლაზარეთში

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მარკ ბარტრას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მონაკოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გერმანული კლუბის ავტობუსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ტრანსპორტის ფანჯარა ჩაიმსხვრა. შუშის ნატეხმა ესპანელ მცველს ხელი გაუჭრა. ბარტრა საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო პროცედურების შემდეგ სახლში გაწერეს.

“ბარტრა ოთხ კვირას გამოტოვებს, თუმცა ის კარგ ხასიათზეა და მოედანზე მალე დაბრუნების სურვილი აქვს”, – ტუხელის კომენტარი “დორტმუნდის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.