კატალონიის “ბარსელონას” ახალმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“აქ მუშაობა დიდი პრივილეგიაა. ვფიქრობ, იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ “ბარსელონას” მესვეურებმა ჩემი კანდიდატურა შეარჩიეს და სამსახური შემომთავაზეს. ბედნიერი და აღელვებული ვარ, რომ კარიერის ახალ საფეხურზე ავედი. ეს ძალაინ დიდი გამოწვევაა და ყველაფერს ვიზამ, რომ კლუბი იმაზე ძლიერი გავხადო, ვიდრე ის ახლა არის!”
“ფანებს ვეტყვი, რომ “ბარსელონაში” ის სიტუაცია შენარჩუნდება, რაც ბოლო წლებში იყო. ვგულისხმობ კარგ მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ტიტულებს. ისინი კიდევ უფრო მეტად იამაყებენ თავიანთი რჩეული გუნდით!” – განაცხადა ვალვერდემ.