ამერიკელმა პოლიციელებმა მექსიკელ ფეხბურთელს 22 კილოგრამი მეტამფეტამინი აღმოუჩინეს

“ტიხუანას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, დანიელ გომესი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, აკრძალული პროდუქტის გადატანისთვის, აშშ-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააპატიმრეს.

21 წლის გომესი შტატების მოქალაქეა. San Diego Union-Tribune-ს ცნობით, “ტიხუანას” მცველი საზღვარზე მეტამფეტამინის გადატანას ცდილობდა.

როგორც ცნობილი ხდება, მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა უცნაური წანაზარდები აღმოაჩინეს სათადარიგო საბურავზე. რის შემდეგაც, მანქანას სპეციალური შემოწმება ჩაუტარდა და პოლიციელებმა 23 პაკეტი აღმოაჩინეს, რომელშიც 22 კილოგრამი აკრძალული ნივთიერება ინახებოდა.

გომესი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ამერიკულ კლუბს კი ოფიციალური განცხადება ჯერაც არ გაუკეთებია.