სანტიაგო არიასს პრემიერ ლიგის, ლა ლიგის ან ბუნდესლიგის კლუბში სურს თამაში

ჰოლანდიური “პსვ”-ს მარჯვენა მცველმა, სანტიაგო არიასმა პრესასთან საკუთარ ამბიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ინგლისის, გერმანიის ან ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობს.

“კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ ახლაც მზად ვარ ახალი ნაბიჯის გადასადგმელად.

იმედი მაქვს, რომ ზაფხულში რაიმე შეიცვლება. ჩემმა აგენტმა ძალიან კარგად იცის, რომ გერმანიაში, ინგლისში ან ესპანეთში მინდა თამაში. ის ამაზე მუშაობს.

ჩემთვის სათამაშო დრო უმნიშვნელოვანესია. თუ არაფერი გამოვა, აქ დავრჩები. “პსვ”-ს მაისურით ასზე მეტი მატჩი ჩავატარე. სიგიჟეა, არა?” – აცხადებს 25 წლის არიასი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ ლონდონის “ჩელსისთან”.