სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ტურინის “იუვენტუსმა” “ბოკა ხუნიორსის” ფეხბურთელი, როდრიგო ბენტანკური გაიფორმა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
19 წლის ნახევარმცველის ღირებულებამ 9.5 მილიონი ვერო შეადგინა. კონტრაქტი ხუთ წლიანია. ბენტანკური პირველ ივლისს შეუერთდება ტურინულ კლუბს და ხელშეკრულების თანამხად, “იუვეში” 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ურუგვაელი ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერა არგენტინულ კლუბში 2015 წელს დაიწყო. ამ დროის მანძილზე მან პრიმერა დივიზიონში 46 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ბენტანკური, ასევე, არის ურუგვაის 20-წლამდე ნაკრების წევრი.