ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა და სამეულში დაბრუნდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ დაპირისპირებაში “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს. მეცხრამეტე წუთზე იაროსლავ კვასოვმა მისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ, 30-ე წუთზე გიორგი გურულმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პირველი ტაიმის მეორე დამატებით წუთზე საერთოდ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. 65-ე წუთზე “დინამო” შეტევაში გაერთო, ბურთი დაკარგა და კონტრ-შეტევა მიიღო. ბურთი ნიკოლოზ საბანაძეს მიუვიდა, რომელიც აჭარლების ნახევარზე გრძელ პასს აკეთებდა და გუნდელი მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, თუმცა ეს პასი გელა გოგიტიძემ მარჯვენა ხელით ჩაჭრა. მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ამის შემდეგ “დინამოს” უფრო გაუჭირდა და კიდევ ერთი გოლი მიიღო. შევხედრის პირველ დამატებით წუთზე გრიგოლ დოლიძემ მესამე ბურთიც გაიტანა და საბოლოო ანგარიში – 1-3 დააფიქსირა.

ამ მარცხით “დინამოს” ცრხა ქულა დაუგროვდა და მეშვიდეზეა. ხოლო, “ტორპედოს” 15 ქულა აქვს და მესამე საფეხურზე იმყოფება.