კარიკატურა: “იბრა” და კოშტა გუნდს ეძებენ (ფოტო)

“მანჩესტერ უნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში კიდევ ერთი წლით აღარ დატოვა. ასევე, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ სურს, რომ დიეგო კოშტამ მომამავლ სეზონში “ლურჯების” ფორმა მოირგოს. შესაბამისად, ორივე ფორვარდი კლუბის ძებნაშია.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

 

მოურინიო: “მანჩესტერის” მიზანი ტიტულებია და არა – ოთხეულში მოხვედრა”

გუშინ, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ უნაიტედი” “ტოტენჰემთან” სტუმრად, ანაგარიშით, 2-1 დამარცხდა და ოთხეულში შესვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

“ჩვენთვის, “მანჩესტერ უნაიტედისთვის” უმთავრესია არა პირველ ოთხ გუნდს შორის ყოფნა, არამედ ტიტულების მოგება! ასე რომ, ახლა შეგვიძლია, ვიბრძოლოთ მეორე თასის მოსაპოვებლად. თუ ამას გავაკეთებთ, დიდი წარმატება იქნება. ჩვენთვის ეს უმნიშნელოვანესია!”

“ვიცით, თუ ფინალს ვერ მოვიგებთ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ ვითამაშებთ. ამიტომ, ახლა ტიტულისთვის ვიბრძვით. შესაძლოა, ის გუნდები, რომლებიც ოთხეულში არიან, სხვა დროს ჩვენს ადგილზე აღმოჩნდნენ. ამ შემთხვევაში, მათი მიზანიც ტიტულის მოგება იქნება.”

“ხალხი ამბობს, რომ ჩვენ გავრისკეთ და ევროპის ლიგაზე გავაკეთეთ აქცენტი. არ გაგვირისკავს! რაც გავაკეთეთ, ეს სწორი იყო! ორივე ფრონტზე უნდა გვებრძოლა. საბოლოოდ, ყველაფერი ასე მოხდა,” – აცხადებს მოურინიო.

ჟოზეს მარკინიოსი მოუნდა – ბოსებმა ბრაზილიელისთვის დიდი თანხა გამოყვეს

საინტერსეო ინფრომაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი. ჟოზე მოურინიო სერიოზულადაა დაინტერესებული ფრანგული “პარი სენ ჟემრენის” ცენტრალური მცველით, მარკინიოსით. “წითელი ეშმაკები” მზად არიან ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მოურინიოს გუნდში მოსვილიდან მოყოლებული, დაცვის ხაზში მუდამ პრობლემაა. ფილ ჯონსს და კრის სმოლინგს ტრავმები აქვთ. ზაფხულში ბლინდი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს. შესაბამისად, ამ რგოლში გაძლიერება ნამდვილად არ იქნება ურიგო.

თავის მხრივ, “პსჟ”-მ წინა ზაფხულში გუნდიდან დავიდ ლუიზი გაუშვა და ახლა მეორე მცველს არ შეელევა. პარიზელების ბოსებმა განაცხადეს, რომ 22 წლის ფეხბურთელს ას მილიონ ევროდაც კი არ გაუშვებენ კლუბიდან.

შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-ს მესვეურებს გასულ ზფხულში სურდათ, მარკინიოსთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინათ, თუმცა ამაზე თავად სპორტსმენმა უარი განაცხადა. მისი მამის თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ ფული არაა. თუ მარკინიოსი იგრძნობს, რომ იგი გუნდს სჭირდება, აუცილებლად მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს.

აქვე გეტყვით, რომ მცველს 2019 წლის ზაფხულამდე აქვს კლუბთან ხელშეკრულება.