სამუელ უმტიტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, სამუელ უმტიტიმ თავისი კარგი თამაშით მსოფლიოს საფეხბურთო ექსპერტების კარგი შეფასება დაიმსახურა. მისი გადაბირების სურვილს კი არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს, რასაც თავად ფეხბურთელიც ადასტურებს.

“რამდენიმე კლუბი უკვე დამიკავშირდა სატრასნფერო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ “ბარსელონაში” იმდენად ბევრი მიზანი მაქვს დასახული, რომ აქიდან წასვლის ვარიანტს არც კი განვიხილავ.

ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება და ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია დარწმუნებით, რომ ბედნიერი ვარ. არ მინდა ჩემს მომავალზე ბევრი ვისაუბრო.

შესაძლოა, კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდეს, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები არ დაწყებულა და არც სურვილი გამოუთქვამთ ამის შესახებ,” – აცხადებს უმტიტი.

“ბარსელონა” უმტიტისთან ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს

ბოლო დროს ესპანური გამოცემები საკმაოდ აქტიურად იწერებიან სამუელ უმტიტის “ბარსელონადან” წასვლის შესაძლებლობაზე. ამის საბაბს ჟურნალისტებს უმტიტისა და “ბარსელონას” შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპრაკების გაჭიანურება აძლევს.

როგორც Sport.es-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, მხარეები ერთმანეთთან საქმის ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებიან – “ბარსელონას” აზრით უმტიტი ხელფასის სახით ძალიან ბევრს ითხოვს.

უმტიტის უნდა, რომ გუნდში რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს და ამ კუთხით ლუის სუარესსა და ინიესტას გაუთანაბრდეს, რაც კლუბის მმართველებს არასამართლიანად მიაჩნიათ.

ამის პარალელურად, ფრანგი მცველის გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს, რომელიც მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს ამ ტრანსფერში.

უმტიტი “ბარსელონას” დატოვების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი სერიოზულად განიხილავს კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელების ვარიანტს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Don Balon ადასტურებს.

როგორც იცით, 24 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ მოკლე დროში შეძლო “კამპ ნოუზე” ადაპტირება და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ასე რომ, ბუნებრივია, “წითელი ეშმაკუნების” ასეთი ინტერესი მისდამი.

უმტიტი კატალონიური გრანდისგან ხელფასის გაზრდას ითხოვდა (135 000 ფუნტი კვირაში), მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერბი” მხოლოდ 100 000-ის გადახდაზე არიან თანახმანი.

უმტიტი ლაზარეთში რვა კვირას გაატარებს და “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

კატალონიის “ბარსელონას” დაცვის ბურჯი, სამუელ უმტიტი ტრავმირებულია. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა “სელტასთან” გამართულ მატჩში მიიღო (2-2), როდესაც ის იაგო ასპასისთვის სცდილობდა ბურთის ართმევას.

მატჩის შემდეგ, მას მალევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო გამოკვლევები, სადაც მას საკმაოდ მძიმე დაზიანება აღმოუჩინეს მარჯვენა ფეხზე. ექიმების თქმით, სრული რეაბილიტაციისათვის, სამუელ უმტიტს ლაზარეთში რვა თვის გატარება დასჭირდება.

ბუნებრივია, რომ უმტიტის არყოფნა კატალონიური გრანდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, განსაკუთრებით კი მომავალ “ელ კლასიკოში”, რომელიც 23 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” უმტიტის დამატების ვარიანტს განიხილავს

2017/18 წლების სეზონის პირველი ნაწილი მიწურულს უახლოვდება და ფაქტია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვაში არსებული პრობლემები ვერც ვიქტორ ლინდელოფის 30 მილიონიანმა ტრანსფერმა ვერ მოაგვარა.

ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” შტაბში ახლა სამუელ უმტიტის ვარიანტს განიხილავენ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, რაც მტკიცედ იცავს “ბარსელონას”.

მართალია, სამუელ უმტიტი ცნობების თანახმად კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” მოლაპარაკებებს, მაგრამ მხარეებს შეთანხმება ჯერაც არ მიუღწევიათ.

რაც შეეხება სამუელის ამჟამინდელ კონტრაქტს, მასში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 60 მილიონი ევრო არის მოხსენიებული.

Marca: უნდა დაენიშნა თუ არა მსაჯს პენალტი?

“ელ კლასიკოს” დაწყებიდან ორიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ მადრიდელებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს “რეალის” კართან.

“ბარსას” კართან დაძაბულობის განმუხტვა სამუელ უმტიტიმ შეძლო, რომელმაც რონალდუს ბურთის მიღებისა და დარტყმის საშუალება არ მისცა. მაგრამ იყო თუ არა აქ პენალტი?

გთავაზობთ ყოფილი მსაჯის, ანდუხარ ოლივერის კომენტარს ამ მომენტთან დაკავშირებით: “ფაქტია, რომ კონტაქტი იყო, თუმცა ამის გამო პენალტის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ვხედავ,” – აცხადებს გამოცდილი არბიტრი.