როგორ უპასუხა ჰუტმა ალექსის სანჩესის პოსტს? (ფოტო)

“ლესტერ სიტის” მცველმა, რობერტ ჰუტმა ალექსის სანჩესის პოსტს დამცინავად უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ “არსენალსა” და “ლესტერს” შორის გამართული მატჩის ბოლო წუთებზე უსიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა – ფუქსმა აუტის მოწოდებისას ბურთი განზრახ გაარტყა სანჩესს, რომელიც მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

ჩილელმა ბურთის მორტყმის შემდეგ ცოტა ხნით დაიცადა, შემდეგ კი მომაკვდავივით დაეცა ძირს. სიმულაციისთვის იგი ყვითელი ბარათით დასაჯეს, თუმცა გაფრთხილების გარეშე არც ფუქსი დარჩა.

მატჩის შემდეგ ალექსის სანჩესმა საზოგადოებას უჩვენა, რომ ნასროლმა ბურთმა მას ტუჩი გაუხეთქა.

ჰუტმა კი სანჩესს ასეთი პოსტით უპასუხა: “ცოტა დამრჩა “არსენალთან” მატჩში მიღებული ტრავმის მოშუშებამდე”.