“ლეითონ ორიენტის” ფანებმა მატჩი ორი საათით შეაჩერეს (ვიდეო, ფოტო)

“ლეითონ ორიენტის” ფანებმა “კოლჩესტერთნ” გამართული მატჩის მიმდინარეობისას კლუბის მფლობელ ფრანჩესკო ბეკეტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

შეხვედრის 84-ე წუთზე ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და იქაურობა ორი საათით დაიკავეს, რის გამო მატჩი შეჩერებული იყო. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მატჩი განახლდა, რომელიც საბოლოოდ “კოლჩესტერის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ცნობისთვის, “ლეითონ ორიენტს” ინგლისის მეორე ლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი უკავია.