“მანჩესტერ იუნაიტედი” 80-მილიონიან სვლას ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილი მილიონებითაც არ კმაყოფილდება და მომავალ ზაფხულს კიდევ ერთი დიდი, 80-მილიონიანი სვლის განხორციელებას გეგმავს.

ბრიტანული წყაროს, The Express-ის ცნობების თანახმად, “წითელი ეშმაკები” ლიგა 1-ის დუეტის, ბერნანდო სილვასა და ბლაიზე მატუიდის გადაბირებას აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ამ ფეხბურთელების დამატება ჟოზე მოურინიოს მოთხოვნაა, რომელიც მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის აპირებს ბრძოლას.

თურმე, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის ბერნანდო სილვას გარშემო აწყობას აპირებს, რომელიც “მონაკოში” გამოდის და 50 მილიონ ფუნტად ფასდება.

“პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი, 30 მილიონად შეფასებული ბლაიზე მატუიდი კი მარუან ფელაინის შემცვლელად მოისაზრება.