დღეს, ვარშავაში, “სტადიონ ნაროდოვიზე” პოლნეთის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს პოზნანის “ლეხი” გდინიას “არკა” დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელში ქართველი მოთამაშე, ლუკა ზარანდია გამოდის.
ძირითადი 90 წუთი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში 71-ე წუთზე ზარანდია პრზემისლავ ტრიტკოს მაგივრად შევიდა მოედანზე.
ანგარიშის გახსნა 107-ე წუთზე “არკას” ფეხბურთელმა, რაფაელ სიემაშკომ შეძლო. ზუსტად 5 წუთში ქართველმა შემტევმა გამოიჩნა თავი და მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 119-ე წუთზე ლუკაშ ტრალკამ სხვაობა შემაცირა. ამის შემდეგ ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა – 1-2!
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში პირველი ტიტული მოიგო!