განის ნაკრების თავკაცი: „ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა“

განის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კვესი აპიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩი (2:2) შეაჯამა.

„ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ბევრი საგოლე მომნეტი გვქონდა, თუმცა ყველა ვერ გამოვიყენეთ. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან კარგი თამაში იყო. პორტუგალიელებსა და ამერიკელებს საკმაოდ კარგი ნაკრებები ჰყავთ. ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ისინი ხვალ“, – აღნიშნა აპიამ.

ცხრილს გერმანიის ნაკრები 4 ქულით უდგას სათავეში, მეორე ადგილზე 3 ქულით აშშ გახლავთ, რომელსაც ერთი მატჩით ნაკრები აქვს ჩატარებული. მესამე პოზიციაზე განის ნაკრებია, პორტუგალიელები კი უქულოდ არიან.

ამერიკელებსა და პორტუგალიელებს შორის გასამართი მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით ღამის 02:00 საათზე დაიწყება.

 

რონალდომ კლოზეს მიულოცა

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი მე-15 გოლი მიულოცა. ახლა ეს ფეხბურთელები მუნდიალის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს 15-15 გატანილი გოლით იყოფენ.

„წარმომიდგენია, რაოდენ ბედნიერი ხარ, კლოზე. შესანიშნავი ჩემპიონატია“, – აღნიშნა რონალდომ.

კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

 

გერმანია — განა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიისა და განის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

გიოტცემ მოედანზე 69 წუტი დაჰყო, გააკეთა 41 გადაცემა და კარში 2-ჯერ დაარტყა.

 

კლოზემ რონალდოს შედეგი გაიმეორა

გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე განის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, ორ წუთში გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ეს გერმანელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი მე-15 გოლი გახლავთ. ამრიგად, კლოზე მუნდიალის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ბრაზილიელ რონალდოს გაუთანაბრდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი ხუთი გოლი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა, შემდეგი ხუთი – 2006 წლის მუნდიალზე, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ოთხი ბურთი შეაგდო. კიდევ ერთი გოლი გატანის შემთხვევაში, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მიროსლავ კლოზეს გერმანიის ნაკრების რიგებში ჩატარებულ 133 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.

 

არგენტინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ალეხანდრო საბელიას გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია.

ლეო მესიმ მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 49 გადაცემა და კარში 6-ჯერ დაარტყა.

 

სამუნდიალე კონკურსი (არგენტინა — ირანი)

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. დღეს გამოქვეყნდა მეათე საკონკურსო დღის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც არგენტინისა და ირანის ნაკრებებს შორის გასამართ მატჩს ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 10 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებზე პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: არგენტინა — ირანი

 

რუნიმ ქომაგებს მოუბოდიშა

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, რომ „სამ ლომს“ გუშინდელი დღის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც გაუქრა.

„გუნდი განადგურებულია. თითოეულ მატჩს საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვხვდებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერმა უშედეგოდ ჩაიარა. ისღა დაგვრჩენია, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ უკეთ ვერ ვითამაშეთ“, – განაცხადა რუნიმ.

ინგლისის ნაკრები მიმდინარე მუნდიალზე ბოლო მატჩს 24 ივნისს, კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სამუნდიალე კონკურსის მეცხრე დღის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით მიმდინარეობს Fanebi.com-ისა და Europe-bet-ის ერთობლივი პროექტი – „სამუნდიალე კონკურსი“, რისი მეშვეობითაც ფულადი ჯილდოს მოგების შანსი გეძლევათ. იტალიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებული 4 კითხვა შემოგთავაზეთ. წესების მიხედვით, ჯილდოვდება ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი 10 მომხმარებელი. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს „ევროპა ბეთის“ ანგარიშზე 15 ლარი ერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 10 ლარი დაერიცხებათ. ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება.

სამუნდიალე კონკურსის მეცხრე დღის კითხვები იყო:

1) გაიტანს თუ არა ორივე გუნდი? — არა;
2) ვინ უფრო მეტ კუთხურს მოაწვდის? (იტალია, კოსტა რიკა, თანაბრად); — კოსტა რიკა;
3) ვინ იქნება უფრო მეტ თამაშგარეში? (იტალია, კოსტა რიკა, თანაბრად); — იტალია;
4) ვინ გაიტანს პირველ გოლს? (იტალია, კოსტა რიკა, არ გავა გოლი) — კოსტა რიკა.

კონკურსის მეცხრე დღის გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მომხმარებელი: სწორი პასუხების რაოდენობა: მოგებული თანხა:
IRAKLI1111 4 15
REDBULL 4 15
DATA98 3 10
GIGAHULK 3 10
LERILERI504 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
DIZZY 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
ARMBARCA 3 10
DENDO 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
VAJANEB 3 10 არ აქვს მითითებული პინ-კოდი
MUMLA_777 3 10

 

გამარჯვებულთა სიები „ევროპა ბეთში“ გაიგზავნება დღეს. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ანგარიშის პინ-კოდი ჯერ არ მოუწვდიათ, 14:00 საათამდე ეძლევათ დრო პინ-კოდის მისათითებლად. სხვა შემთხვევაში, მათ ბალანსზე თანხის დარიცხვა ვერ მოხერხდება. თავისთავად, დანარჩენ გამარჯვებულებს თანხები რომ დაერიცხებათ, ეს ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა კარგად იცის და არანაირი პრობლემა ამ მხრივ არ იქნება, ჩვენი 6-წლიანი გამოცდილება მეტყველებს ამაზე.

 

ჰონდურასი — ეკვადორი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჰონდურასისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ეკვადორის ნაკრების თავდამსხმელი ენერ ვალენსია დაასახელეს, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

24 წლის ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, გააკეთა 29 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

ჟულიო სეზარი: „ნეიმარი ბალოტელის სჯობს“

ბრაზილიის ნაკრების კიპერმა ჟულიო სეზარმა ერთმანეთს ნეიმარი და მარიო ბალოტელი შეადარა. „სელესაოს“ კარის დარაჯმა უპირატესობა ბრაზილიელ ფეხბურთელს მიანიჭა.

„მარიოსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა „ინტერში“ მქონდა. მაშინ ის სულ პატარა ბიჭი იყო, 17 ან 18 წლისა. „მანჩესტერ სიტიში“ თამაშმა და შემდეგ იტალიაში დაბრუნებამ მას გამოცდილება შესძინა, მომწიფდა, დაღვინდა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

ჩემი აზრით, ნეიმარი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შედის. მის პროგრესს თვალს ვადევნებ, ერთ გუნდში ვთამაშობთ, ურთიერთობა გვაქვს. ეს ბიჭი მსოფლიო ფეხბურთს ბევრ რამეს შესძენს.

მარიოსა და ნეიმარს შორის არჩევანის გაკეთებას თუ მთხოვთ, მე ამ უკანასკნელს ავარჩევ. ნეიმარი უკეთესი ფეხბურთელია, უფრო სრულყოფილი და მომწიფებულია“, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა.

 

შვეიცარია — საფრანგეთი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე შვეიცარიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დიდიე დეშამის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგთა თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს 32-ე წუთზე თერთმეტმერიანის გატანის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმული შვეიცარიელთა კიპერმა დიეგო ბენალიომ მოიგერია. სათქმელია ისიც, რომ ბენზემამ მეორე ბურთი მაინც შეაგდო, თუმცა მატჩის მთავარმა არბიტრმა ბიორნ კეიპერსმა ზუსტად იმ დროს დაასრულა შეხვედრა და გოლი არ ჩათვალა.

ბენზემამ მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 8-ჯერ დაარტყა. ფრანგ თავდამსხმელს ტურნირზე უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.

 

ესპანეთის ნაკრების წევრები ჩაბი ალონსოს განცხადებით უკმაყოფილონი არიან

„მარკას“ ცნობით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის (0:2) შემდეგ ჩაბი ალონსოს მიერ გაკეთებულ კომენტარს „ლა როხას“ წევრების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.

ბასკმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანელი ფეხბურთელები გამარჯვებისკენ სწრაფვით დაიღალნენ და გუნდი მუნდიალს ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა.

ესპანეთის ნაკრების დანარჩენი წევრები თვლიან, რომ ალონსოს მხოლოდ საკუთარი შეხედულება უნდა გამოეხატა და მთელი გუნდის სახელით არ უნდა ესაუბრა. ანდრეს ინიესტამ და დიეგო კოსტამ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს თავიანთი პრეტენზიები წაუყენეს. გარდა ამისა, კომენტარები გააკეთეს იმ მოთამაშეებმაც, რომლებსაც შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევის თეორიული შანსიც დაკარგა.