ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდა. ამ ინფორმაციას “ბლაგურნას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს.
აბიდალი ამჯერად სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს. მან რობერტ ფერნანდესი ჩაანაცვლა, რომელსაც 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი. უკვე პირველი ივლისიდან კი, გუნდის ტექნიკური მდივანი სწორედ ერიკი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი 2007 წელს შეუერთდა ესპანურ კლუბს, სადაც ლა ლიგის ოთხი, კოპა დელ რეის ორი და ჩემპიონთა ლიგის ორი თასი მოიპოვა. მის ანგარიშზე, ასევე, ესპანეთის სუპერ თასი (4), ევროპის სუპერ თასი (2) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულია (2). მიუხედავად ამ წარმატებებისა, აბიდალის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ მან 2012 წელს სიმსივნის დამარცხება მოახერხა და კარიერა გააგრძელა. ის 2013 წელს “მონაკოს” წევრი გახდა.