“რომა” ადრიანს უმიზნებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელით, ადრიან ლოპესით დაინტერესდა.

25 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, “ატლეტიკოს” მაისურით 12 გოლის გატანა მოახერხა, რითაც არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო.

ესპანური გამოცემა As-ი კი იტყობინება, რომ “რომას” ადრიან ლოპესის შეძენაში “ლივერპული” შეეცილება.

2012 წლიდან, ლოპესს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებენ. მან “ფურია როხას” მაისურით ჩატარებულ ორ მატჩში, ერთი გოლის გატანა მოახერხა.