18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის 78-ე წუთზე, მანჩესტერელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა. სერხიო აგუერომ პენალტი შეასრულა, თუმცა მისი დარტყმული ტერ შტეგენმა მოიგერია.
ამ მომენტში კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებს ხავიერ მასკერანო ტერ შტეგენს იმას, თუ რომელ კუთხეში დაარტყამს სერხიო აგუერო.