“აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ლამაზი გოლი “ტელსტარის” კარში

11 აგვისტოს “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდსა და “ტელსტარს” შორის გამართულ მატჩში ქუინსი მენიგმა საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა.

ფრანკ დე ბური: “ვიცი, ბლინდი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა გუნდიდან დეილი ბლინდის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ბლინდი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. დიდ კლუბში გადასვლა მისთვის შესაფერისი იქნებოდა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ უმჯობესია, თუ ის ჩვენთან კიდევ ერთი წლის ვადით დარჩება. გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და თუ “აიაქსში” დარჩება, კიდევ უფრო განვითარდება”, – ციტირებს ფრანკ დე ბურის სიტყვებს Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, რომ დეილი ბლინდის მთავარ მსურველად “მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.

 

ეტო’ო „აიაქსში“?

ამსტერდამის“ აიაქსის“ ხელმძღვანელები გუნდის მოთამაშეებს ხელფასის სახით ერთ მილიონზე მეტს არ უხდიან, თუმცა, სამუელ ეტო’ოს გამო, შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვან.

„არიან მოთამაშეები, რომელთა გამოც გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია. ეტო’ო თავისუფალი აგენტია, ასე რომ, გამორიცხული არ არის, მასთან კონრაქტის გაფორმება შევძლოთ“, – განუცხადა ამსტერდამული კლუბის თავკაცმა ფრანკ დე ბურმა „Voetbal Primeur“-ს.

აქამდე სამუელის დამატება პსვ-მ იუარა, რადგან კამერუნელმა წელიწადში ორი მილიონი ევრო მოითხოვა.

ბლინდი: “მანჩესტერისთვის და ბარსელონასთვის უარის თქმა რთულია”

ჰოლანდიის ნაკრების და “აიაქსის” ფეხბურთელმა დეილი ბლინდმა “ბარსელონას”, “მანჩესტერის” და “დორტმუნდის” ინტერესის შესახებ ისაუბრა.

ბოლო პერიოდში ბლინდი ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ამსტერდამულ კლუბში ფეხბურთელის გაყიდვაში ეჭვი არ ეპარებათ.

“სასიამოვნოა, როდესაც შენ სახელს ასეთი დონის კლუბებს უკავშირებენ. “მანჩესტერისთვის” და “ბარსელონასთვის” უარის თქმა რთულია, თუმცა შემიძია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე რეალური შემოთავაზება არ ყოფილა.

“აიაქსში” ბედნიერი ვარ, მაგრამ არავინც არ იცის თუ რა მოხდება ხვალ” – განაცხადა ბლინდმა.

მანჩესტერი ბლინდში 22 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” “აიაქსის” მცველის დეილი ბლინდის გადაბირებას ცდილობს. მანჩესტერელთა ახალი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ბლინდთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდა და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. უცხოური პრესის ცნობით “მანჩესტერი” მზად არის ფეხბურთელში 22 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფეხბურთელის აგენტმა რობ იანსენმა ადრე განაცხადა, რომ ბლინდით “ბარსელონაც” არის დაინტერესებული. ამავე დროს “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა 24 წლის ფეხბურთელს კლუბში დარჩენა ურჩია.

ბლინდი „ბარსელონაში“ გადავა?

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველის დეილი ბლინდის დამატებაზე ფიქრობს.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები მის გადაბირებას ვერ მოახერხებენ, ისინი ჟერემი მატიეს („ვალენსია“), მატს ჰუმელსის (დორტმუნდის „ბორუსია“) ან იან ვერტონგენის („ტოტენჰემ ჰოთსპური“) კანდიდატურებს დაუბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ „ბლაუგრანასის“ გარდა ბლინდთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი ასევე „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ აქვთ.

“აიაქსის” ახალგაზრდა ფეხბურთელის გასაოცარი გოლი

გასულ დღეებში “აიაქსის” ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გასაოცარი გოლის გატანა შეძლო.

სუარესის ყველა კბენა (GIF სურათები)

როგორც იცით, 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ურუგვაელმა ლუის სუარესმა მეტოქე გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

ალბათ, ყველამ იცის, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა სუარესი მეტოქეს კბენს.

ლუის სუარესი V კიელინი (2014 წელი)

ლუის სუარესი V ოტმან ბაკალი (2010 წელი)

ლუის სუარესი V ბრანისლავ ივანოვიჩი (2013 წელი)

იუნაიტედს ბლინდის ყიდვა სურს

გამოცემა Mirror გვამცნობს, რომ ლუი ვან გაალს სურს დეილი ბლინდის “ოლდ ტრაფორდზე” გადმოყვანა.

ჰოლანდიის ნაკრების მარცხენა მცველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ესპანეთი ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო ლუი ვან გაალს სურს, რომ ბლინდი მასთან ერთად “ოლდ ტრაფორდზე” წამოვიდეს.

წყაროს ცნობით, იუნაიტედი” მზად არის “აიაქსის” უნივერსალური ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს. თვითონ ფეხბურთელს სურს, რომ ძალები პლანეტის უძლიერეს, ინგლისის პრემიერ-ლიგაში, მოსინჯოს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ლუის სუარესი: „ერთ მშვენიერ დღეს „აიაქსში“ დავბრუნდები“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამსტერდამის „აიაქსში“ სიამოვნებით დაბრუნდება.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ოდესმე „აიაქსში“ დავბრუნდები. თუ მწვრთნელი ჩემს ნახვას არ ისურვებს, იქ მაინც გადავალ. „აიაქსი“ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. მე და ჩემს ცოლს ამსტერდამი და მისი ცხოვრების სტილი ძალიან მოგწონს. იქ კარგი ცხოვრება გვქონდა.

„აიაქსი“ ჩემთვის იდეალური კლუბი იყო. იქ ბევრი რამ ვისწავლე. ზუსტად ამ გუნდში ორივე ფეხით თამაში ვისწავლე, ვისწავლე ის, თუ როგორია გუნდური თამაში“, – განაცხადა ურუგვაელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სეზონის ყველაზე კურიოზული გოლის აღნიშვნა

3 მაისს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე “ნაიმეგენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩში საბოლოო შედეგი 88-ე წუთზე “ნაიმეგენის” ფეხბურთელმა იანბაქშმა დასვა, გუნდის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ემოცია სახალისოდ გამოხატა.

ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“

ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.

მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:

„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.

ბექა დოგრაშვილი