აიაქსი მილანის 15 წლის ფეხბურთელით დაინტერესდა

ამსტერდამის “აიაქსი” “მილანიდან” 15 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის ხაჩიმ მასტურის გადაბირებას ცდილობს.

მასტური 16 წლის ივნიშში გახდება. “მილანში” ფეხბურთელი 2012 წელს “რეჯანადამ” აღმოჩნდა. ამსტერდამელები მილანურ კლუბს ფეხბურთელში 1 მილინს სთავაზობენ.

მასტურის მშობლები მოროკოდან არიან, თუმცა თავად ფეხბურთელი იტალიაშია დაბადებული. მას იტალიის 16-წლამდე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

დე ბური: “ბარსელონას დამარცხება წლის კულმინაცია იყო”

“აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა 2013 წელი შეაჯამა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისა, მწვრთნელმა წელიწადი დადებითად შეაფასა.

“კმაყოფილი ვარ. თამაშის ორგანიზების მხრივ საკმაოდ წინ წავედით. თითქმის ყველა შეხვედრაში უპირატესობას ვფლობდით და მატჩები ჩვენი კარნახით მიდიოდა. “ბარსელონასთან” მოპოვებული გამარჯვება კი, წარამტებული წლის კულმინაცია იყო. ამან კიდევ ერთხელ დაგვაჯერა საკუთარ შესაძლებლობებში და მივხვდით, რომ არავისი არ უნდა გვეშინოდეს” – განაცხადა დე ბურმა.

წარმოუდგენელი დებიუტი

აღსანიშნავი ეპიზოდი მოხდა ჰოლანდიის ჩემპიონატში “როდა” – “აიაქსის” მატჩის დროს. მასპინძლები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ და 88-ე წუთამდე იგებდნენ შეხვედრას ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. თუმცა, მატჩის ბოლო 17 წლის დებიუტანტმა, მცველმა იაირო რიედევალდმა გაიბრწყინა. ახალგაზრდა მოთამაშე შეხვედრაში მე-80 წუთზე ჩაერთო. 88-ზე წონასწორობა აღდგინა, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი გაიფორმა და “აიაქს” მნიშნველოვანი გამარჯვება მოუტანა. აი, დებიუტიც ასეთი უნდა!

 

დე ბურმა “ტოტენჰემი” უარით გაისტუმრა

ჰოლანდიური პრესის ცნობით, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანკ დე ბურს შესთავაზე, რომელიც ამჟამად ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელია. თუმცა, 43 წლის ჰოლანდიელმა ლონდონელებს უარი უთხრა და ეს იმით დაასაბუთა, რომ ახლა “აიაქსთან” მუშაობაზე არის კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ დე ბურმა ზაფხულში ამსტერდამელებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის “აიაქსის” მწვრთნელი 2017 წლამდე იქნება.

მარიო ბალოტელის მშვენიერი ფინტი “აიაქსთან” მატჩში

როგორც იცით, 12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “მილანმა” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “როსონერის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ მშვენიერი ფინტი გააკეთა.

მონტოლივო: „თამაშის წესის დარღვევა არ მსურდა“

ამსტერდამის „აიაქსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის 22-ე წუთზე გაგდებულმა რიკარდო მონტოლივომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში მას თამაშის წესის დარღვევა არ სურდა და მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.

„რა თქმა უნდა, ლამაზად არ მოვიქეცი, თუმცა ბურთის ართმევა მინდოდა. უხეშად თამაში ნამდვილად არ მსურდა. გული დამწყდა, როდესაც გუნდი უმცირესობაში დავტოვე“, – განაცხადა „როსონერის“ კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბლინდი: “წითელი ბარათის შემდეგ “მილანი” მთელი გუნდით იცავდა თავს”

ამსტერდამის “აიაქსის” მცველ დეილი ბლინდს უჭირს იმის ახსნა, თუ როგორ ვერ გაუტანა მისმა კლუბმა “მილანს”. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში, რომელიც უგულო ფრით დასრულდა, ამსტერდამელებს ბევრი საგოლე მომენტი შეექმნათ, თუმცა გოლის გატანა სტუმრებმა ვერ მოახერხეს.

“ვერ ვხსნი რატომ ვერ გავიტანეთ გოლი. შეხვედრის დებიუტში ძელს მოვარტყით ბურთი. მონტოლივოს გაძევების შემდეგ კი, მილანი მთელი გუნდით იცავდა თავს. სამწუხაროდ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით და ჩემპიონთა ლიგას ვემშვიდობებით” – განაცხადა ბლინდმა

ფრანკ დე ბური: “მილანის” დასარცხებლად გამართლება გვჭირდება

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური თვლის, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცოტა გამართლება სჭირდება.

” სტუმრად “მილანის” დამარცხება იოლი საქმე არ არის. ჩვენ ცოტა უნდა გაგვიმართლოს და სასურველ შედეგს ამ შემთხვევაში მივაღწევთ. თუმცა, ახლა ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. ასი პროცენტით დავიხარჯებით მინდორზე და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დამთავრდება. სავარაუდოდ “მილანი” დღეს დაცვიდან ითამაშებს. ჩვენ კი მიჩვეულები ვართ ასეთ ფეხბურთს. ჰოლანდიის ჩემპიონატში ყველა გუნდი ასე გვეთამაშება და ჩვენ გამოგვდის მათი წინააღმდეგობის დაძლევა, მაგრამ დღეს სულ სხვა დონის გუნდს ვხვდებით” – განაცხადა ფრანკ დე ბურმა.

ალეგრი: “აიაქსთან” მოსაგებად გავალთ

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ “აიაქსთან” მისი გუნდი ფრეზე არ იფიქრებს და მოედანზე მოსაგებად გავა.

“ხვალინდელი შეხვედრა გადამწყვეტია და ჩვენს მას სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მთავარია მაქსიმალური კონცენტრაცია და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ ფრეზე თამაშს არ ვაპირევთ, მოედანზე მოსაგებად გავალთ. “აიაქსი” კარგი, ახალგაზრდული გუნდია. მათ დასამარცხებლად ჩვენ აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ” – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში “აიაქსი” ერთი ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ “მილანს”.

პიკე: “ბარსელონას მარცხი კატასტროფაა”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარდ პიკემ ამსტერდამის “აიაქსთან” განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეს ყოველივე კატასტროფაა.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამელებმა “ბლაგაურნას” ანგარიშით 2:1 მოუგეს. ეს მარცხი “ბარსელონასათვის” მიმდინარე სეზონში რიგით პირველი იყო.

“პირველი ნახევარი საშინლად ჩავატარეთ. თავის გამართლებას აზრი არ აქვს – ჩვენი მარცხი კატასტროფის ტოლფასია. ის, რაც პირველ ტაიმში მოხდა, აღარ უნდა გამეორდეს”, – ამბობს პიკე.

უბედური შემთხვევა

სამწუხარო ფაქტი მოხდა ამსტერდამში. “აიაქსი” – “ბარსელონას” მატჩის დროს. ჰოლანდიელების მეორე გოლის აღნიშვნისას 10 მეტრის სიმაღლის ტრიბუნიდან აიაქსის ერთ-ერთი ფანი გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ექიმების თქმით, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

FIRT

“აიაქსი” – “ბარსელონა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, F ჯგუფში, ამსტერდამის “აიაქსი” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“აიაქსი”: კაილესენი, მოისანდერი, ბლინტი, ველტმანი, ვან რინი, ბოილესენი, შჩიონი, სერერო, კლაასენი, ჰოესენი, ფიშერი.

“ბარსელონა”: პინტო, პუიოლი, პიკე, მონტოია, მასკერანო, ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი, სონგი, პედრო, ნეიმარი.