ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელობის თვითმფრინავი

სერბეთის სახელმწიფო ავიაკომპანიამ Air Serbia-მ თავის პირველ თვითმფრინავს ნოვაკ ჯოკოვიჩის სახელი დაარქვა.

ცნობილია, რომ თვითმფრინავ A-319 Novak Djokovic-ის პირველი რეისი შაბათს ბელგრადი – აბუ-დაბის მარშრუტით შედგება. ახალი ავიაკომპანია Air Serbia Etihad Airways-სთან პარტნიორობის შედეგად შეიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს მეორე ჩოგანი უკანასკვნელი არ არის, ვისი სახელიც აღნიშნული ავიაკომპანიის თვითმფრინავებს დაერქმევა. Air Serbia-ს ხელმძღვანელთა თქმით, მომავალში, სხვადასხვა გამოჩენილი სერბების 14 თვითმფრინავი შეიქმნება.

„ბედნიერი ვარ, რომ საკუთარ ქვეყანას საავიაციო სფეროში რეპუტაციის ამაღლებაში ვეხმარები. Air Serbia-სთან ერთად სხვა ქვეყნებში დიდი სიამივნებით გავფრინდები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია ყველაფერს უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფს“, – განუცხადა ნოლემ გამოცემა In Serbia-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი