სოხუმი 2-მა სტუმრად იმარჯვა

სტატისტიკა 
18-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა გაიმართა დღეს გორში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ,,სოხუმი 2” მიიღო. სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 55:54 დაამარცხეს მეტოქე. გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეებს.

გორი: დიმიტრი გოდერძიშვილი – 17ქულა, 11მოხსნა; ვლადიმერ სამნიაშვილი – 11ქულა, 9მოხსნა,
სოხუმი 2: შოთა მახარაშვილი – 19ქულა; მამუკა ნიკოლეიშვილი – 10ქულა; დავით ბუაჩიძე – 9ქულა, 10მოხსნა.
http://u-18.ge

16-წლამდელების შეხვედრები გორში

16-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება. მორიგი შეხვედრები დღეს გორში გაიმართა. გაგაცნობთ თამაშების შედეგებსა და გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს.

ხაშური – დინამო  41:141
ხაშური: მიხეილ ბითაძე – 18ქულა; ზურაბ ტაბატაძე – 13ქულა.
დინამო: გიორგი გოგუა – 29ქულა, 24მოხსნა; დათო დარბაიძე – 27ქულა, 9მოხსნა, 8პასი; გიორგი მჭედლიძე – 26ქულა, 8მოხსნა; ლევან თავხელიძე – 18ქულა, 16მოხსნა; ნიკოლოზ ბერეკაშვილი – 15ქულა, 11პასი, 6ჩაჭრა; ბექა შარაბიძე – 14ქულა, 10მოხსნა; ნიკოლოზ სელიმაშვილი – 10ქულა.
გორი – ფოთი  67:69
გორი: გიორგი ჯირკველიშვილი – 24ქულა, 14მოხსნა; დათო პავლიაშვილი – 16ქულა; გიგი ყანჩაველი – 9ქულა, 14მოხსნა; ლევან წითური – 9ქულა.
ფოთი: ოთარ პერტაია – 26ქულა; გიორგი კორსანტია – 18ქულა, 19მოხსნა; დავით თოფურია – 16ქულა, 15მოხსნა.
http://u-16.ge

,,ჰიუნდაიმ’’ ,,აკადემიას’’ შანსი არ დაუტოვა

20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ჰიუნდაიმ”, რომელმაც “აკადემიას” 79:55 სძლია. ანგარიში სრულად ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ჰიუნდაელები ამ მატჩში ფლობდნენ.

“ჰიუნდაი” მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა 1999-წლიანთა ნაკრები თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და “ჰიუნდაის” მისი ასისტენტი ლაშა თოიძე წინამძღოლობდა. თამაში თანაბრად დაიწყო, თუმცა ჰიუდნაელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა. შედეგიანად თამაშობდა ალექსანდრე ბოლქვაძე, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა მოიპოვა და თავისი გუნდის გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა.

“ჰიუნდაის” დაუბრუნდა კახა ტომარაძე, რომლის გააზრებულმა თამაშმა გუნდს ის რთული ეპიზოდი გადაატანინა, რომელიც მე-3 პერიოდში დაუდგა. აღნიშნულ მეოთხედში აკადემიელებმა თამაში დაალაგეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.

ბოლო მეოთხედში “ჰიუნდაიმ” 25:13 იმარჯვა და საკუთარ გამარჯვებას დამაჯერებელი სახე მისცა. ბოლქვაძის კვალზე 16 ქულა ჰქონდა სანდრო სანაძეს, ხოლო ტომარაძემ პირად ანგარიშზე 10ქულა ჩაიწერა. აკადემიელთაგან 13 ქულით ბომბარდირი საბა ჯაყელი გახდა, გიორგი თვდორაშვილმა კი თავის გუნდს 11 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლაშა თოიძე(“ჰიუნდაის” მწვრთნელი):ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა მობილიზებით ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევებზე და მეტოქეს ძირითადად ამ კომპონენტში ვაჯობეთ. დიდი დახმარება გაგვიწია კახა ტომარაძემ, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა.

ირაკლი ტომარაძე(“აკადემიის” მწვრთნელი): ცუდად ვითამაშეთ, გუნდს ენთუზიაზმი და მობილიზება აკლდა. ჩვენს თამაშს დაღი აცილებულმა საჯარიმოებმა დაასვა. 41 ცდიდან მხოლოდ 17 საჯარიმო ჩავაგდეთ და ასეთ პირობებში წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.