დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 ივლისი


ნეიმარს ანხელ დი მარია შეცვლის

RMC-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის შეცვლას ანხელ დი მარიას მეშვეობით აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ და ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსელონას” ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა – ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელებს წაეჩხუბა.


“სიტი” ალექსისს უზარმაზარ ხელფასს სთავაზობს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის გულის მოგებას კვირაში 320,000-იანი ხელფასის მეშვეობით აპირებენ.

როგორც იცით, ჩილელმა ფეხბურთელმა პარასკევს “მეთოფეთა” ვარჯიში ავადმყოფობის გამო დატოვა, რაც შესაძლოა, სინამდვილეში სატრანსფერო საქმეებთან იყოს დაკავშირებული.


ალექს სანდრო “ჩელსიში” გადადის

The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “იუვენტუსის” მცველის, ალექს სანდროს ტრანსფერთან.

როგორც ცნობილი ხდება, კონტეს გუნდში კიდევ ოთხი ფეხბურთელის მოყვანა სურს. სანდროს ტრანსფერისთვის კი მზადაა რეკორდული თანხა, 61 მილიონი ფუნტიც კი გადაიხადოს.


ინგლისელები რაფინიას ტრანსფერისთვის იბრძვიან

ინგლისური ელიტის სამი წარმომადგენელი, “ლივერპული”, “არსენალი” და “ტოტენჰემი” “ბარსელონას” 24 წლის ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.

Daily Express-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს არ სურთ რაფინიას დაკარგვა და მის მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზე აცხადებენ თანხმობას.


“ბარსელონას” სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახანგრძლივებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელთა მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ანდერ ერერა “ოლდ ტრაფორდელებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ერერას “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მხოლოდ 12 თვით აკავშირებს, თუმცა Express-ის ცნობით, ჟოზე მას ახალ,გაუმჯობესებულ და საკმაოდ გრძელვადიან პროგრნოზს სთავაზობს.


“იუვენტუსმა” ალექს სანდროს ფასი დაადო

Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” სამიზნეს, ალექს სანდროს ფასი დაადო.

როგორც ცნობილი ხდება, “ბებერმა ქალბატონმა” ამ კვირას უკვე უარყო “ჩელსის” 40-მილიონიანი შეთავაზება – “შავ-თეთრი ლედი” ამ ტრანსფერში მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ თავად “ბიანკონერიმ” სანდროს ტრანსფერს 26 მილიონი დაახარჯა 2015 წლის ზაფხულში.

რაც შეეხება 26 წლის მცველის ამჟამინდელ კონტრაქტს, მას ვადა 2020 წლის ივლისში ეწურება.

“იუვენტუსი” სანდროს გაიფორმებს

“პორტოს” ბრაზილიელი მცველი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ “იუვენტუსი” სანდროს შეუთანხმდა.

ტურინელები ბრაზილიელ მცველში 22 მილიონ ევროს გადაიხდიან. ფეხურთელი იტალიის ჩემპიონებთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წელიწადში 2.5 მილიონს მიიღებს.

“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა მოედანზე აღებინა

24 ნოემბერს, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ნახევარმცველმა, სანდრომ მოედანზე აღებინა.