პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურში საკუთარი შეხვედრა მადრიდის “რეალმაც” გამართა. “სამეფო კლუბმა” ბერნაბეუზე “ალმერია” მიიღო და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
მადრიდელებმა ანგარიში 44-ე წუთზე, ხამეს როდრიგესის ულამაზესი გოლით გახსნეს. შესვენების შედმეგ, მატჩის განახლებიდან 4 წუთში “რეალის” უპირატესობა ორამდე დოს სანტოსის ავტოგოლით გაიზარდა. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ალვარო არბელოამ ჩიჩარიტოს გადაცემით დააფიქსირა.
ამრიგად, “რეალის” აქტივში მეორე პოზიცია და 82 ქულაა.
რეალი 3-0 ალმერია
გოლები: როდრიგესი 44′ ; დოს სანტოსი (ს.კ.) 49′ ; არბელოა 84′