მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მას იკერ კასილასის გუნდში დარჩენა სურს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ კარის დარაჯს ბოლო წლების განმავლობაში ხშირად აკრიტიკებენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, მან კლუბი გამოიცვალოს.
“ყველაფერი ნათეალია. იკერს გუნდში დარჩენა სურს. მეც და სხვებსაც გვინდა, რომ მან არ დაგვტოვოს. ვფიქრობ, კასილასს დაცვა არ სჭირდება, რადგან ყველამ იცის, რა დონის მეკარეა ის”, – ამბობს ანჩელოტი