ანჩელოტი: “რონალდუ ვერ ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუ “სელტას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში, “ვალიადოლიდთან” გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც, ის მოედნიდან თამაშის დასაწყისშივე გაიყვანეს.

“რონალდუ “სელტასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. მირჩევნია, მან არ ითამაშოს, რადგან შემდეგ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. ასევე, მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვარანი, პეპე, დი მარია და კარვახალი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს სერიოზული ტრავმა არ მიუღია და ის მოედანს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “ვალიადოლიდმა” “რეალი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა. რონალდუმ ტრავმა პირველივე ტაიმში მიიღო და მოედანი მე-9 წუთზე დატოვა.

“მომდევნო დღეებში კარგად ვნახავთ, როგორ იქნება რონალდუ. თუმცა, ვფიქრობ, სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს, ამიტომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “რეალს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ “სამეფო კლუბს” ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალმა” “ბაიერნს” ანგარიშით 1:0 სძლია.

“იმ დონის გუნდს, როგორიც მადრიდის “რეალია”, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. “ბაიერნი” ნამდვილად ძლიერი გუნდია და მიხარია, რომ გერმანელების დამარცხება მოვახერხეთ”, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

ანჩელოტი: “ბარსელონას” მარცხით გაკვირვებული ვარ

მადრიდის “რეალის” კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “გარანადასთან” “ბარსელონას” მარცხს არ ელოდა. “რეალმა” კი გუშინა “ალმერიას” 4:0 სძია.

“ბარსელონამ გამაკვირვა, მაგრამ ახლა ყველა გუნდი თავისი მიზნების გადასაწყვეტად იბრძვის. ბარსელონაში თვლიან, რომ გუნდს ჩემპიონობის მოპოვება შეუძია, ამიტომ ისინი ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოლებენ”.

ოთხშაბათს “რეალი” და “ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

“პრიმერაში განცდილი მარცხი თასის ფინალზე გავლენას არ იქონიებს.

ვფიქრობ, რამოსი ოთხშაბათს შესძლებს მოედანზე გასვლას. მას მცირე ტრავმა ქონდა. გადაწყევტილია, რომ ვერ ითამაშებს მარსელო. კრიშტიანუს საკითხი კი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის” – განცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ”

“რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისი გუნდი დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ აპირებს.

“შემიძლია თამამად გითხრათ, რომ “ბარსელონასთან” “რეალი” შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. პირველი წრის კლასიკოში, ეპიზოდურად ვმოქმედებდით კარგად, ახლა კი მინდა, რომ ასე მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდეს.

“რეალსაც” და “ბარსელოანსაც” ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ინდივიდუალურად შეუძლიათ.

რონალდუ იდეალურ ფორმაში არ იმყოფება, თუმცა ის ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “რეალს მცირე უპირატესობა ექნება”

მარდიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.

“კლასიკო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩია. იმედი მაქვს, ჩვენს საუკეთსო თამაშს ვაჩვენებთ.

ფრეზე არ ვფიქრობთ, სახლშ ვთამაშობთ და ეს მცირე უპირატესობას გვაძლევს. შემადგენლობას რაც შეეხება, ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია.

მცირე პრობელმები ჰქონდა ისკოს, თუმცა ის ახლა სრული დატვირთვებით ვარჯიშობს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “რეალის შემადგენლობა ბარსელონას წინააღმდეგ ყველამ იცის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, განაცხადა, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩასატარებელ კლასიკოში მისი გუნდის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

“თამაში გახსნილი იქნება. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სწორედ “კლასიკოს” შედეგზეა დამოკიდებული მთელი ჩემპიონატის ბედი. “ატლეტიკოს” დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც იქნება. რაც შეეხება შემადგენლობას – ის უკვე ყველამ იცის. არაფრის გართულებას არ ვაპირებ” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “მალაგასთან” რთული მატჩი ჩავატარეთ”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “მალაგასთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდისათვის რთული თამაში გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, “მალაგამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლის გატანა კრიშტიანო რონალდუმ მოახერხა.

“მალაგა” კარგი გუნდია, ამიტომ რთული თამაში გამოდგა. მეორე გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ყოველთვის ორბურთიანი და სამბურთიანი სხვაობით ნამდვილად ვერ მოიგებ”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “მალაგასთან” მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “მალაგასთან” გასამართ შეხვედრაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში, “მალაგა” “სამეფო კლუბს” საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“ჩვენთვის ყველა დარჩენილი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. გუნდი ბოლომდე იხარჯება, რასაც ვხედავ კიდეც. იმედი მაქვს, მეტოქის დამარცხებას მოვახერხებთ”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “მილანს გაუჭირდება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩლოტიმ “მილანისა” და “ატლეტიკოს” შეხვედრაზე ისაუბრა.

“ყველაფერი შესაძლებებლია, თუმცა “მილანს” მოგება გაუჭირდება. “ვისენტე კალდერონზე” გულშემატკივრები საკუთარი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. სიმეონეს ძალიან კარგი კოლექტივი ყავს, რომელიც კონტრშეტევებზეა განსაკუთრებით სახიფათო.

მთავარია “მილანმა” შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანოს” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ანჩელოტი: “ატლეტიკო” ძალიან ძლიერი გუნდია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიეგო სიმეონეს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” 2 მარტს, საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“ჩემპიონატი საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. ლა ლიგის მოსაგებად ერთდროულად სამი კლუბი იბრძვის.

რაც შეეხება კონკრეტულად “ატლეტიკოს”, დიეგო სიმეონეს ნამდვილად ძალიან ძლიერი გუნდი ყავს, რომელიც კონკურენტი კლუბების შეცდომებს კარგად იყენებს”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “რონალდო ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კონდიციებით კმაყოფილია. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელი მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის.

“კრიშტიანო განსაკუთრებულად არის მოტივირებული. უკანასკნელ მატჩებში მას მონაწილეობა არ მიუღია და ახლა ერთი სული აქვს მოედანზე როდის გავა. რონალდუმ იძულებითი შესვენება საკმაოდ პროდუქტიულად გამოიყენა. ფეხბურთელმა კარგად დაისვენა და ახლა ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია” – განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დღეს გერმანულ “შალკეს” დაუპირისპირდებიან. ჩვენი საიტის მომხმარებელს კი აღნიშნულ შეხვედრაზე პროგნოზის გაკეთება და ფულადი პრიზების მოგება შეუძლია.