პირლო: „იტალია შემტევ ფეხბურთს ითამაშებს“

იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ანდრეა პირლოს თქმით, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდი დაცვით ფეხბურთის ჩვენებას არ აპირებს.

„იტალია შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ მატჩის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და შეხვერისგან სიამოვნება მივიღოთ.

ასე თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვაპირებთ. ვფიქრობ, იტალია კარგად გამოვა. წარმატების მისაღწევად ყველაფერი გვაქვს.

მიხარია, რომ ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ მატჩში „სკუადრა აძრას“ მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნაბ.

ალექსანდრე მატევოსოვი

პირლო „იუვენტუსთან“ ოთხ ივნისს გაახანგრძლივებს?

ცნობილი იტალიური გამოცემის „ტუტოსპორტის“ ვარაუდით, „იუვენტუსის“ 35 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლო ტურინულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ოთხ ივნისს, ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გააფორმებს.

სავარაუდოდ, ვეტერანი თვითმფრინავით ტურინში ჩავა, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი კვლავ ნაკრებში დაბრუნდება.

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, „ბიანკონერისთან“ ერთი წლით ხელშეკრულებას მეკარე მარკო სტორარიც გაახანგრძლივებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანდრეა პირლომ “კალიარის” ბრწყინვალე საჯარიმო გაუტანა

18 მაისს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ბიანკონერის” ვეტერანმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

როი ჰოჯსონი: „იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო პირლოა“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო ფეხბრუთელი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლოა.

„იტალიის ნაკრების რიგებიდან მარიო ბალოტელიზე უფრო სახიფატო ანდრეა პირლოა. ბოლო 10 წლის განმავლობაში იტალიელთა თამაში სწორედ მასზე იყო აწყობილი.

პრანდელიმ დიდი სამუშაო გააკეთა, მისი მოსვლის შემდეგ „სკუადრა აძურა“ გაძლიერდა. ასეა თუ ისე, ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, რომელიც რთული იქნება“, – განაცხადა ჰოჯსონმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

პირლო ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული.

“კონტრაქტსი გაფორმებასთან ახლოს ვართ. შესაფერის მომენტს ველოდებით, რომ შევხვდეთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ ყველაფერი.

ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ რამდენიმე წელს ვითამაშებ. თავს კარგად ვგრძნობ და სანამ ასე იქნება, მოედანიდან არ წავალ” – განაცხადა პირლომ.

პირლო „იუვენტუსში“ რჩება

იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, ტურინის „იუვენტუსის“ გამოცდილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პირლოს „ბებერ ქალბატონთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე ინტერნეტ-პორტალმა Football Italia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 34 წლის იტალიელი ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ჯამაგირის სახით კი წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პირლომ 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ბუფონმა თქვა, ვის მისცა ხმა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ მის თანაგუნდელ ანდრეა პირლოს უნდა გადაეცეს. იტალიელმა კიპერმა პირველი ადგილი სწორედ „ბებერი ქალბატონის“ ნახევარმცველს მიაკუთვნა, მეორე ადგილი – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს, მესამე კი – „ბარსელონას“ ფორვარ ლეო მესის.

„ხმა პირლოსს, რონალდუსა და მესის მივეცი, სწორედ ამ თანმიმდევრობით“, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა დაბალი აქტივობის გამო 29 ნოემბრამდე გაახანგრძლივა. წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებების თავკაცები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები ირჩევენ.

პრეტენდენტები არიან:

გარეტ ბეილი (უელსი), ედისონ კავანი (ურუგვაი), რადამელ ფალკა (კოლუმბია), ედენ აზარი (ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ლიონელ მესი (არგენტინა), ტომას მიულერი (გერმანია), მანუელ ნოიერი (გერმანია), ანდრეა პირლო (იტალია), ნეიმარი (ბრაზილია), მესუთ იოზილი (გერმანია), ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), არიენ რობენი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდუ (პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), ლუის სუარესი (ურუგვაი), ტიაგო სილვა (ბრაზილია), იაია ტურე (კოტ დივუარი), რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), ჩავი (ესპანეთი).

პრეტენდენტთა ეს გაფართოებული შემადგენლობა 9 დეკემბერს სამ ფეხბურთელამდე შემცირდება. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

სკოლარი: „ტოტი რომ ბრაზილიელი იყოს, ჩემს ნაკრებში თამაშის დიდი შანსი ექნებოდა“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გამოტყდა, რომ მის გუნდში ისეთი ფეხბურთელების ხილვას ისურვებდა, როგორებიც არიან ანდრეა პირლო და ფრანჩესკო ტოტი. ფეხბურთის ბრაზილიელი სპეციალისტის თქმით, იტალიის ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია.

„ტოტი ძალიან მომწონს. ის კარგად თამაშობს, ფლობს განსაკუთრებულ უნარებს და არის საკუთარი გუნდის ერთგული. ის რომ ბრაზილიელი იყოს, ჩვენს ამჟამინდელ ნაკრებში მოხვედრის დიდი შანსი ექნებოდა, თუმცა მას უკვე გაუმართლა, რადგან ეკუთვნის შესანიშნავ საფეხბურთო ერს. ის, ვინც იტალიის ნაკრებში ხვდება, ბრაზილიის ნაკრებში თამაშსაც უპრობლემოდ შეძლებს.

პირლოც უნდა აღვნიშნო. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაიმეთი სხვებზე მაღლა დგანან. პირლო ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი თავი მთელი ეპოქის სახით წარმოგვიდგინა. ის თამაშის მაღალი კულტურით გამოირჩევა, კარგად ფლობს ბურთს და შეუძლია მოედანზე სწორი პოზიციის შერჩევა. ის ნებისმიერი ლიგის ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდა.

ვთვლი, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. მომწონს, როგორ მუშაობს ჩეზარე პრანდელი იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე. მან საოცარი მუშაობა გასწია და განაახლა გუნდი როგორც ტაქტიკურად, ასევე – ფსიქოლოგიურად“, – სკოლარის სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ანდრეა პირლომ კატანიას ჯარიმიდან გაუტანა

30 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ანდრეა პირლომაც გაიტანა. ვეტერანმა “მაესტრომ” მეტოქის კარი ჯარიმიდან დალაშქრა.

ტიაგო მოტა “იუვენტუსის” რადარზე აღმოჩნდა

ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ანდრეა პირლოს შემცვლელის ძიებაშია.

მოგეხსენებათ, “ბებერი ქალბატონის” ვეტერანი ფეხბურთელის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ამრიგად, თუკი იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ მოისურვებს, კლუბს ახალი ნახევარმცველის პოვნა მოუწევს, რომელიც მას შეცვლის.

მილანის “ინტერის” ყოფილი მოთამაშე ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს და ზოგიერთი წყაროს თანახმად, სწორედ ტიაგო მოტა შეიძლება გახდეს ანტონიო კონტეს ახალი ნახევარმცველი.

სანდრო საპანაძე

პირლო „ტოტენჰემში“ გადავა?

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაშიც მოასწროს თამაში.

Sky Italia-ს ექსპერტის ჯანლუკა ვიალის თქმით, გამოცდილი ნახევარმცველი „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას გაესაუბრა და გამორიცხული არ არის, მომავალი წლის ზაფხულს ანდრეა ლონდონში გადაბარგდეს.

„ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პირლო და „ტოტენჰემის“ მენეჯერები კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ“, – განაცხადა ვიალიმ.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელს ტურინულ კლუთან კონტრაქტი სწორედ 2014 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბუფონი: „იმედია, პირლო „იუვენტუსში“ დარჩება“

ტურინის „იუვენტუსის“ გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა თავის გუნდში ანდრეა პირლოს დარჩენის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონთან“ 34 წლის პირლოს კონტრაქტი შემდეგი წლის ივნისში იწურება, მისი გახანგძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს კი მხარეები ჯერ კიდევ არ აწარმოებენ.

„კლუბის ხელმძღვანელობას პირლოს გაშვების უფლება არ აქვს. თუ ანდრეა წავა, შესაძლოა, ჩვენმა გუნდმა სასურველი შედეგების მიღწევა ვერ მოახერხოს. იმედი მაქვს, რომ ეს დიდებული ფეხბურთელი ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა „ბიანკონერის“ კაპიტანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი