სეზონის ყველაზე აქტიური სიმულანტები

მიმდინარე სეზონში სიმულაციით განსაკუთრებულად არაერთი მოთამაშე გამორჩეულა. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელ ფეხბურთელებს.

დიეგო კოსტა

მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშისას კოსტა ესპანეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტად არ უყვარდათ. სიმულაცია, პროვოკაციები, შელაპარაკებები, შეურაცხყოფა – მის არსენალში ამ ყველაფრის მოძებნა ადვილად შეიძლებოდა. ინგლისში მისი თამაშის მანერა სწრაფად შეაფასეს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოურინიომ გუნდის სიმულანტებისგან გასუფთავება ვერ მოახერხა – პირიქით, კოსტას სახით მან თავისი გუნდის ეს თვისება გააძლიერა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სიმულაციისთვის მიღებული ყვითელი ბარათების მაჩვენებლით „ლურჯები“ პირველ ადგილს იკავებენ

ანხელ დი მარია

არგენტინელი ფეხბურთელი მსახიობობით ჯერ კიდევ „ბენფიკაში“ თამაშის დროს გამოირჩეოდა. ძირითადად, ის ასე მეტოქის საჯარიმოში იქცეოდა. „რეალში“ ის არამხოლოდ კარგი თამაშით, არამედ ხშირი სკანდალებითაც ახსოვთ. მანჩესტერში გადასვლის შემდეგ ანხელს თავისი „ჰობის“ შესახებ არ დავიწყებია. „არსენალთან“ სათასო შეხვედრაში დი მარიამ წინა წლები გაიხსენა. თავიდან სამხრეთ ამერიკელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი… შემდეგ იგი მთავარ მსაჯს მაიკლ ოლივერს მაისურზეც ქაჩავდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ არბიტრი მართალი იყო, როდესაც მისი გუნდის ფეხბურთელი გააძევა

ალექსანდრ ნოიოკი

იცით თუ არა, ვინ არის ალექსანდრ ნოიოკი? გაიცანით დონეცკის „მეტალურგის“ 22 წლის ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინის ახალგაზრდულ გუნდში 21 მატჩი ჩაატარა. ის სიმულაციის ჟანრის ახალი ვარსკვლავია. ლვოვის „კარპატთან“ შეხვედრაში ნოიოკმა მსახიობობის უმაღლესი დონე გამოვლინა

ადნან იანუზაი

ადნან იანუზაი ძალიან ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდაა, რომელმაც თავის მოკლე კარიერაში სიმულაციისთვის არაერთი ბარათის მიღება მოასწრო. ვინ იცის, იქნებ მის მიერ მიღებული ყვითელი ბარათების რაოდენობა გოლების რაოდენობასაც კი აღემატებოდეს. ამით ბელგიელი ინგლისში ნამდვილად არ დაიკარგება, ქვეყანაში, სადაც ასეთი ხალხი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. თანაგუნდელ ანხელ დი მარიასთან ერთად მას ამ მხვრივ წარმატებული ტანდემი უნდა გამოუვიდეს.

ბონუსად:

და მაინც, ნამდვილი ფეხბურთი არა ევროპაში, არამედ სამხრეთ ამერიკაშია. იქ ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც ფეხბურთსთვის ბევრს გააკეთებდა და, დიდი ალბათობით, თავსაც გაწირავდა. ეკვადორის „ბარსელონას“ მეკარემ მაქსიმო ბანგერამ ბოლო იმედია ჯარიმა გამოიყენა, თუმცა როგორ შეუძლია ლათიონოამერიკელს ფეხბურთის გარეშე ერთი საათის განმავლობაში ცხოვრება? იმედგაცრუებულმა მეკარემ ტკივილისგან თითქმის გონება დაკარგა…

გიგზი: “დი მარიას საკუთარი ძალებისადმი რწმენის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს”

“მანჩესტერის” თავკაც ლუი ვან გაალის თანაშემწე რაიან გიგზი გუნდის ნახევარმცველ ანხელ დი მარიას გამოექომაგა, რომელსაც მძიმე პერიოდი აქვს.

“დი მარიას საკუთარი ძალებისადმი რწმენა არ დაუკარგავს. იგი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ჩვენ მისგან გადამწყვეტ მატჩებში შედეგიანი თამაშის მოლოდინში ვიქნებით. ხანდახან, ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დიდი დრო სჭირდებათ. ანელმა საუცხოოდ დაიწყო სეზონი, მაგრამ მისი ტიპის ფეხბურთელებს სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ,”-აღნიშნა გიგზმა.

დი მარია ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას გადაურჩა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ასოციაცის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 76-ე წუთზე, ანხელ დი მარია წაიქცა, მსაჯმა კი ჩათვალა, რომ არგენტინელმა ისიმულიანტა, რის გამოც მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მალევე, გაბრაზებული დი მარია არბიტრს შეეკამათა და მას ხელითაც შეეხო. საბოლოოდ კი, მან მეორე ყვითელიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

The Telegraph-ის ცნობით არგენტინელი ამ ფაქტის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, არადა მიმდინარე სეზონში მსგავსი დარღვევის გამო “ნორვიჩის” მცველი მარტინ ოლსონი საფეხბურთო ასოციაციამ 3 მატჩით დასაჯა.

ანხელ დი მარიამ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

9 მარტს, ინგლისის ასოციაცის თასზე, “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 76-ე წუთზე, ანხელ დი მარია წაიქცა, მსაჯმა კი ჩათვალა, რომ არგენტინელმა ისიმულიანტა, რის გამოც მას ყვითელი ბარათი უჩვენა. მალევე, გაბრაზებული დი მარია არბიტრს შეეკამათა და მას ხელითაც შეეხო. საბოლოოდ კი, მან მეორე ყვითელიც მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.

პრემიერ ლიგის ნაკლებად სექსუალურ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები

ჩვენი საიტი წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებიც პრემიერ ლიგაში სიმპათიურობით არ გამოირჩევიან.

გერჰარდ ტრემელი – “სუონსის” 36 წლის მეკარე

Swansea City v Everton - Capital One Cup Third Round

რიჩი დე ლატი – “ლესტერის” 26 წლის მცველი

rue0621e027d4

ჯეიმს კოლინსი – “ვესტ ჰემის” 31 წლის მცველი

rueecf724afdf

ჯოლეონ ლესკოტი – “ვესტ ბრომვიჩის” 32 წლის მცველი

Tottenham Hotspur v West Bromwich Albion - Premier League

ალი სისოკო – “ასტონ ვილას” 27 წლის მცველი

Stoke City v Aston Villa - Premier League

ანხელ დი მარია – “მანჩესტერ იუნაიტედის” 26 წლის ნახევარმცველი

Manchester United's Di Maria reacts during their FA Cup fourth round soccer match against Cambridge United at Old Trafford in Manchester

შეიკ ტიოტე – “ნიუკასლის” 28 წლის ნახევარმცველი

rue78626410da

სტივენ კუინი – “ჰალ სიტის” 28 წლის ნახევარმცველი

ruef4f51d8c23

სადიო მანე – “საუთჰემპტონის” 22 წლის ნახევარმცველი

Southampton v Stoke City - Premier League

მარიო ბალოტელი – “ლივერპულის” 24 წლის თავდამსხმელი

Liverpool's Balotelli is challenged byTottenham Hotspur's Dembele during their English Premier League soccer match in Liverpool

მარუან შამახი – “კრისტალ პალასის” 31 წლის თავდამსხმელი

rued5ffc35ae3

აი, ამ “სიმპატიური” ფეხბურთელების დაკომპლექტებით, შემდეგნაირ გუნდს მივიღებთ:

ruee9c7131e2a

5 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 7 ნომრიანი მაისურით თამაშობენ

ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ იმ 5 საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც 7 ნორმიანი მაისურით ასპარეზობენ.

5. ჟერემი მენეზი

10965794_1528781060717122_563094096_n

4. ფრენკ რიბერი

10961718_1528781020717126_2021882675_n

3. ანტუან გრიზმანი

10968045_1528781070717121_1494401942_n

2. ანხელ დი მარია

10965607_1528780994050462_1258753300_n

1. კრიშტიანო რონალდო

10947821_1528780987383796_1942526790_n

რატომ დაიქირავა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დი მარიასთვის 24-საათიანი დაცვა?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ანხელ დი მარიასთვის 24-საათიანი დაცვა დაიქირავა.

რამდენიმე დღის წინ სამმა უცნობმა პირმა, სახლში შეღწევის მიზნით, ანხელის შუშის კარები გატეხა. ბოროტმოქმედებს არ გაუმართლათ, რადგან მაშინვე სიგნალიზაცია ჩაირთო და მათ გაქცევა მოუწიათ.

თავად არგენტინელი ამ დროს ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა და პოლიციაც გამოიძახა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ გამოიძიება უკვე დაიწყო.

შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მანჩესტერული კლუბიც გამოეხმაურა – ამჟამად არგენტინელი ფეხბურთელის სახლთან დაქირავებული დაცვის თანამშრომლები დგანან, რომლებიც სიტუაციას 24 საათის განამვლობაში გააკონტროლებენ.

დი მარიას „არსენალში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა აღაიარა, რომ ერთი პერიოდი მისი კლუბი ნახევარმცველ ანხელ დი მარიას შეძენაზე ფიქრობდა.

„მაშინ ანხელი 17 წლის იყო. მისი დამატება შეგვეძლო, თუმცა ანხელმა ინგლისში მუშაობის უფლება ვერ მიიღო“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ არგენტინელი 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

დი მარიამ მესის საუკეთესო არგენტინელი ლეგიონერის ტიტული წაართვა

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არგენტინელი ჟურნალისტები ლიონელ მესის წლის საუკეთესო ლეგიონერად ასახელებდნენ.

ამჯერად, წლის საუკეთესო არგენტინელად, რომელიც საზღვარგარეთ თამაშობს, არა ლეო, არამედ ანხელ დი მარია გახდა. გასულ სეზონში დი მარიამ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ანხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაბარგდა.

არგენტინის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი „ველეს სარსფილდის“ თავდამსხმელი ლუკას პრატო დასახელდა, რომელიც უახლოეს დროში ბრაზილიურ „ატლეტიკო მინეიროში“ გადავა.

დი მარია მინიმუმ ერთ შეხვედრას გამოტოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ანხლე დი მარიას ტრავმის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელმა დაზიანება “ჰალ სიტისთან” შეხვედრაში მიიღო და მოედანი მე-14 წუთზე დატოვა.

“მისი ტრავმის სიმძიმეზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ და ანხელის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ. თუმცა, ფაქტია, რომ “სტოკ სიტისთან” დი მარია ვერ ვითამასებთ” – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

“მანჩესტერი” “სტოკ სიტის” სამშაბათს, პრემიერლიგის მე-14 ტურის ფარგლებში შეხვდება.

დი მარიამ „ჰალ სიტისთან“ მოგებულ მატჩში ტრავმა მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ „ჰალ სიტისთან“ მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო.

არგენტინელმა თამაშის გაგრძელება მე-14 წუთიდან ვერ მოახერხა, მის ნაცვლად კი ლუი ვანგაალმა მოედანზე ანდრერ ერერა შეიყვანა. ამ ეტაპზე მანჩესტერელთა ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე უცნობია.

ცნობისთვის, „ჰალ სიტისთან“ მატჩი „წითელმა ეშაკებმა“ კრის სმოლინგის, უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის გოლებით ანგარიშით 3:0 მოიგეს.

დი მარია: „პსჟ-ში ფინანსური პრობლემების გამო არ გადავედი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ზაფხულუს სატრანსფერო ფანჯრის დროს თავის ტრანსფერზე ისაუბრა.

„პსჟ-ში გადასვლა შემეძლო, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ყველაფერი ჩაიშალა. იმ კლუბში დიდ გამოცდილებას მივიღებდი.

„რეალიდან“ წასვლას არ ვნანობ. ამ კლუბთან ისედაც ყველაფერი მოვიგე“, – განაცხადა არგენტინელმა.

ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ფრანგული კლუბი 65 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ფინანსური ფეირპლეის დარღვევისთვის უეფა-მ პსჟ დასაჯა, რადგან კლუბმა ზაფხულში ჯამში 60 მილიონი დახარჯა. აქამდე პარიზელებმა 50 მილიონ ევროდ დავიდ ლუისი დაიმატეს.