ანჩელოტი: „დი მარიას გამო „რეალი“ თამაშის კონტროლს კარგავდა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდიდან ანხელ დი მარიას წასვლაზე ისაუბრა.

„დი მარიას თავისი ენერგიით მატჩის სცენარის შეცვლა შეუძლია, თუმცა მას ზოგჯერ კონტროლის დაკარგვაც სჩვევია. ეს იმ ეპიზოდებს ეხება, როდესაც იგი გადამწყვეტ ფაზაში არაზუსტ პასებს აკეთებს.

ხალხი ჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ იტყვის, რომ ხამეს როდრიგესი დი არაიას შესაცვლელად მოვიდა, რადგან ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთსგან განსხვავდება“, – განუცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა „Onda Cero“-ს.

ანჩელოტი: “დი მარია ბურს მნიშვნელოვან მომენტებში კარგავდა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ანხელ დი მარის ძლიერ და სუსტ მხარეებზე ისაუბრა.

“დი მარიას თავისი ენერგიის წყალობით ჩვენთვის მატჩების მოგება შეეძლო. თუმცა, რიგ შემთხვევებში ის ბურთს ძალიან მნიშვნელოვან მომენტებში, პასების დროს კარგავდა.”

მადრიდელთა მწვრთნელმა ტონი კროოსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანელი ჩაბი ალონსოს იდეალური შემცვლელია.

“კროოსი პროფესორია. მან თავისი საუკეთესო თვისებების ჩვენება დაიწყო და ალონსოს ფუნქციებს ითავსებს. გაკვირვებული ვარ იმით, რომ ტონი არასდროს არ კარგავს სიტუაციაზე კონტროლს. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა” – განაცხადა ანჩელოტიმ.

მიმდინარე სეზონში კროოსმა “რეალის” შემადგენლობაში 18 მატცი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

“დი მარია მანჩესტერში ბედნიერია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ანხელ დი მარიას მეუღლემ, მარია ხოხელინა კარდოსომ უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს არგენტინელი ახალ კლუბში თავს კარგად არ გრძნობს.

“შეგიძლიათ იფიქროთ ის, რაც თქვენ გინდათ. ანხელი კი “მანჩსეტერ იუნაიტედში” ბუედნიერია” – წერს კარდოსო ერთ-ერთ სოციალურ ქსელშ.

 

ერერა და დი მარია “ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულებმა ანხელ დი მარიამ და ანდერ ერერამ  ტრავმა მოიშუშეს. ნახევარმცველები პრემიერ ლიგის 9–ე ტურში”ჩელსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არიან.

ორივე მოთამაშემ ტრავმა “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ანხელმა ბარძაყი დაიზიანა, ხოლო ანდერმა კი ნეკნის ტრავმა სრულად არ მოიშუშა.

თუმცა, “არისტოკრატებთან” მანჩესტერულ კლუბს ვერ დაეხმარება მაიკლ კერიკი, რომელიც სარეზერვო გუნდში მიღებული ტრავმის გამო, საავადმყოფოში იმყოფება.

“ანდერმა ტრავმა მოიშუშა. რაც შეეხება დი მარიას, ტრავმა სერიოზული არ არის. მან მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოტოვა, ეს პრობლემა არ არის.”

“ძალიან ვწუხვარ, რომ მათ გარდა ტრავმა ვერავინ მოიშუშა. მე კერიკი ლონდონში გავაგზავნე, რეზერვისტებთან ერთად, რადგან ხუთ–თვიანი მკურნალობის გამო ფორმიდან ამოვარდნილი იყო.”–განაცხადა ლუის ვან გაალმა Manchester Evening News–თან ინტერვიუში

.

გიგზი: “დი მარიას მწვრთნელი არ სჭირდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის თანაშემწემ, რაიან გიგზმა, მანჩესტერული კლუბის ახალწვეულზე, ანხელ დი მარიაზე ისაუბრა.

“დი მარია? მწვრთნელს მასთან მუშაობა არ სჭირდება. ის თავისუფალია და მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს. დი მარია უბრალოდ გამოვა მოედანზე და გოლებს გაიტანს. ვარჯიშებზე ანხელი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გაკვირვებული ვრჩები” – განაცხადა რაიან გიგზმა.

მიმდინარე სეზონში დი მარიამ “მანჩესტერის” შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა შესძლო.

დი მარია: „რონალდუს სიტყვების წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღვმოჩნდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჟურნალისტებს „წითელი ეშმაკების“ რიგებში გადასვლის ისტორია უამბო.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის წინ კრიშტიანუ რონალდუმ მითხრა, რომ ეს დიდებული კლუბია და მის შემადგენლობაში ყოფნისას იგი ბედნიერი იყო.

მაშინ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამიტომაც კრიშტიანუს სიტყვებმა ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიეს.

დიდი პატივია იმ კლუბის მიასურით თამაში, რომლის ღირსებას დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ იცავდნენ“, – განაცხადა არგენტინელმა.

რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობს დი მარია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ მომავალში არგენტინის ჩემპონატში დაბრუნებას აპირებს. კერძოდ, არგენტინელი ფეხბურთელი მშობლიურ “როსარიო სენტრალში” დაბრუნებაზე ოცნებობს, რომლის ღირსებასაც 2007 წლამდე იცავდა.

“მინდა, რომ მომავალში “როსარიო სენტრალში” ვითამაშო. ეს ჩემთვის ყოველთვის ნომერ პირველი გუნდი იქნება, დანარჩენი კლუბები მხოლოდ მის შემდეგ მოდიან. “როსარიო სენტრალი” მუდამ დარჩება ჩემს გულში. კარგი იქნებოდა ამ გუნდში ესეკიელ ლავესისთან და ხავიერ მასკერანოსთან კვლავ ერთად თამაში. ოდესღაც ევროპაში წასვლა მინდოდა, ახლა კი არგენტინაში დაბრუნებაზე ვოცნებობ”, – ციტირებს ესპანური “მარკა” დი მარიას სიტყვებს.

26 წლის არგენტინელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლს 30 ივნისს ეწურება.

 

უგო სანჩესი: ”ანჩელოტის ალონსოს და დი მარიას დარჩენა სურდა”

მადრიდის ”რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, უგო სანჩესმა დი მარიასა და ალონსოს წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

”კლუბის შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, ასე რომ დი მარიასა და ალონსოს წასვლა, გუნდს რამდენად დაეტყობა ვერ გეტყვით. კლუბს ხარჯები დაუგროვდა და მათი გაყიდვა აუცილებელი გახდა. ”რეალმა” მიმდინარე წლის სატრანსფერო ბაზარზე დიდი ფული დახარჯა და უბრალოდ შეუძლებელი იყო სრული შემადგენლობით გაეგრძელებინა სეზონი. ეს ფეხბურთის მათემატიკაა. ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.”

”ვფიქრობ, რომ ანჩელოტის, დი მარიას და ალონსოს დარჩენა სურდა. პირველ რიგში დი მარიასი, რადგან ალონსოს შეცვლის უამრავი ვარიანტი ჰქონდა, დი მარია კი ”რეალის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – განაცხადა უგო სანჩესმა.

ფალკაომ ანხელ დი მარიაზე ისაუბრა

“მანჩეტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა რადამელ ფალკაომ, ახალ პარტნიორზე, არგენტინელ ვინგერზე  ანხელ დი მარიაზე ისაუბრა.

“ანხელ დი მარია უმაღლესი დონის ფეხბურთელია. იგი უკვე იქცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავად და მის გარეშე წითელი ეშმაკების თამაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.”

“როდესაც “მონაკოს” ღირსებას ვიცავდი, ჩემი უდიდესი სურვილი იყო დი მარიასთან ერთად მეთამაშა. ძალიან მიხარია, რომ ეს სურვილი ავიხდინე და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში მომიწევს.”

ფერგიუსონმა დი მარია შეაქო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ვერ დამალა თავისი აღფრთოვანება, რომელიც ანხელ დი მარიას კარგმა თამაშმა გამოიწვია.

სერ ალექსმა არგენტინელს ბევრი საქებარი სიტყვა მიუძღვნა. “დი მარია ფანტასტიური ფეხბურთელია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დღეს ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მე მოხიბლული ვარ მისი თამაშით და ვფიქრობ, რომ მომავალში ანხელი უფრო კარგად ითამაშებს.”

სერ ალექსმა “იუნაიტედის” ყოფილ მცველზე, რიო ფერდინანდზეც ისაუბრა.

“მისი სხვა ფორმაში დანახვა ჩემთვის ამაღელვებელი იყო.

რიო წლების განმავლობაში თამაშობდა ჩემს გუნდში და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო. მისი ამაგი “იუნაიტედის” წინაშე ძალიან დიდია.

მინდა მასაც წარმატებები ვუსურვო.” – დაასრულა ფერგიუსონმა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

მანჩესტერ იუნაიტედი – ქპრ 4:0

პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი გამარჯვების მოპოვება შესძლო.

მანჩესტერი 4-0 ქპრ

გოლები: დი მარია 24′ ; ანდერ ერერა 36′ ; რუნი 44′ ; მატა 58′ 

ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედში” სადებიუტო გოლი გაიტანა

14 სექტემბერს ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “ქუინს პარკ რეინჯერსი” მიიღო.

აღნიშნულ შეხვედრაში არგენტინელმა ანხელ დი მარიამ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.