მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ იგი მზად იყო ანხელ დი მარია მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ექცია, მაგრამ არგენტინელს ეს ეცოტავა.
დი მარიასთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ პერესმა “მანჩესტერ იუნაიტედს” 59.7 მლნ. ფუნტად მიჰყიდა არგენტინელი. პერესის თქმით, არავის უცდია ანხელის გაგდება.
“აქ 2000 წლიდან ვარ. ამ პერიოდში ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და წავიდა. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ წასულებს აფასებენ, მოსულებში კი ეჭვი ეპარებათ.”
“დი მარიას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ, მაგრამ არ მიიღო. ამის გამო ხამეს როდრიგესი მოვიწვიეთ – მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბუცის მფლობელი.”
“დი მარია, როგორც ყველა წასული ჩვენი პატივისცემითა და მადლიერებით სარგებლობდა. მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტი აქვს მიდის იმის გამო, რომ მას ასე სურს. “რეალი” პატივს სცემდა კონტრაქტებს.”
“დი მარიას ფინანსური მიზნები ჰქონდა, რომელსაც მართებულად მივიჩნევ, მაგრამ მისი დაკმაყოფილება არ შეგვეძლო. გავიმეორებ – მას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ. დი მარია “რეალის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნებოდა კრიშტიანუს შემდეგ.”
“მის ფინანსურ მოთხოვნილებებს რომ დავთანხმებოდით, მივიღებდით დაუბალანსირებელ მიდგომას, რომელიც სტაბილურობას არევდა.”
“დი მარია “მანჩესტერში” წავიდა თანხის სანაცვლოდ, რომელიც შესაფერისად მივიჩნიეთ და ტრანსფერიც შედგა. წარმატებებს ვუსურვებთ დი მარიას პროფესიონალურ და პირად საკითხში.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Manchester Evening News.
პერესმა ისიც აღიარა, რომ “რეალი” მართლაც დაინტერესებული იყო რადამელ ფალკაოთი.
“ფალკაოს შესყიდვაზე ვფიქრობდით. მაგრამ ეს კლუბი სპორტულ-ეკონომიკურ მიზანდასახულობით სარგებლობს, რაც ბერნაბეუმ (ყოფილმა პრეზიდენტმა) გვასწავლა, რის გამოც გადავწყვიტეთ არ მოგვეყვანა იგი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მწვრთნელის აზრმაც, რომელსაც არ სურდა მისი მოყვანა.”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/