“პსჟ” და “რეალი” ანხელ დი მარიას იჯარაზე შეთანხმდნენ. ფრანგული პრესის ცნობით ტრანსფერი, შესაძლოა, კვირის ბოლომდე განხორციელდეს.
დი მარია მომდევნო სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს, რის შემდეგაც პარიზელებს ფეხბურთელის გამოსყიდვა მოუწევთ. სავარაუდო ფასი 65 მილიონი ევროა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ მიუღიათ.
წყაროც ცნობით, შეთანხმების შედეგად ფაქტობრივად გამორიცხულია მარკო ვერატის “რეალში” გადასვლა.